ჩინეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. დედაქალაქია პეკინი. მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, აქ სახლობს 1,3 მილიარდზე მეტი ადამიანი. ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე და ორი მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე. ესაზღვრებიან ქვეყნები: მონღოლეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, ნეპალი, ინდოეთი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთ კორეა. ჩინეთი უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანაა. ჩინეთში გამოიგონეს ქაღალდი, დენთი, საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული, კომპასი, ბეჭდვის ტექნოლოგია, ლაქი, ფაიფური, აბრეშუმი, ფოიერვერკი და სხვა. ჩინეთში არის სოციალისტური წყობილება, ერთპარტიული სისტემა.

გაეცანით სიახლეებს ჩინეთის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0