თბილისის შემოვლით გზას ჩინური კომპანია ააშენებს

© Courtesy of Roads Department of GeorgiaДепартамент автомобильных дорог Грузии
Департамент автомобильных дорог Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
გამოწერა
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7,3 კილომეტრიანი, ოთხზოლიანი გზა, რომელიც მოიცავს 3,4 კმ სიგრძის ორ პარალელურ გვირაბს, ასევე ხიდებს, საგზაო კვანძებსა და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს.
თბილისი 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის შემოვლითი გზის წიწამური–ავჭალის მონაკვეთს ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group-ი ააშენებს, შესაბამის ჩეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამებტის განცხადებაში.
თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება და თბილისის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვა.
უწყების ცნობით, წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე აშენდება7,3-კილომეტრიანი ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი იქნება 3,4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბი. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას
„ახალი გზა ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობას, შეამცირებს გადაადგილების დროსა და ხარჯებს და გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ამასთან, დედაქალაქის ცენტრალური და სხვა დატვირთული საგზაო მონაკვეთებიდან სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის გადატანა ქალაქში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის 49-კილომეტრიანი შემოვლითი გზა წიწამურსა და რუსთავს დედაქალაქის გვერდის ავლით დააკავშირებს ერთმანეთთან. პროექტი რამდენიმე სამშენებლო მონაკვეთს მოიცავს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0