მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა შესაძლებელია

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2026
გამოწერა
აღნიშნული შეხვედრა, შესაძლოა, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე გაიმართოს, რომელიც 2026 წლის 18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენში გაიმართება.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის, ასევე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა შესაძლებელია, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ასეთი შეხვედრა შესაძლებელია. სამივე მხარე ხვდება, რომ კარგი იქნებოდა შეხვედრა და სამივე მხარე ჰიპოთეტურად მზადაა ამისთვის“, - განცხადა პესკოვმა Вести-სთან.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი ჯერ არ არსებობს – ის კიდევ უნდა დამუშავდეს. კრემლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვაშინგტონს ბირთვული განიარაღების საკითხის განხილვა სურს, თუმცა, პეკინი ამ თემის განხილვით არ არის დაინტერესებული.
პესკოვმა ასევე შეუფერებელი უწოდა სამი ლიდერის შესაძლო მოლაპარაკებების 1945 წლის იალტის კონფერენციასთან შედარებას. თუმცა, მან გამოთქვა რწმენა, რომ ასეთი შეხვედრა მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს.
პუტინს, ტრამპსა და სი ძინპინს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა, შესაძლოა, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე გაიმართოს, რომელიც 2026 წლის 18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0