https://sputnik-georgia.com/20261105/saqartvelos-da-cinetis-savawro-palatebs-soris-memorandumis-gaformeba-igegmeba-301555261.html
საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო პალატებს შორის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება
საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო პალატებს შორის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება
Sputnik საქართველო
ორ სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ... 05.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-05T14:56+0400
2026-11-05T14:56+0400
2026-11-05T14:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/04/301544906_0:76:1601:976_1920x0_80_0_0_e0d5b1f585aed622c502462de6d0630c.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს, ცაო ტეჟუნგს შეხვდა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო. შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მინისტრი შანხაიში დელეგაციასთან ერთად იმყოფება."საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მწარმოებლებისა და ჩინური კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას, ინფორმაციის გაცვლასა და პოტენციური სავაჭრო პარტნიორების მოძიებას", - აღნიშლია ინფორმაციაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ორ სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებასა და ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს. შეხვედრაში მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ. საქართველო და ჩინეთი საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/04/301544906_99:0:1500:1051_1920x0_80_0_0_d0688bc5afcc796311c39c572a9e4edd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო პალატებს შორის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება
ორ სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს, ცაო ტეჟუნგს შეხვდა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მინისტრი შანხაიში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
"საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მწარმოებლებისა და ჩინური კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას, ინფორმაციის გაცვლასა და პოტენციური სავაჭრო პარტნიორების მოძიებას", - აღნიშლია ინფორმაციაში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ორ სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებასა და ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს.
შეხვედრაში მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).