https://sputnik-georgia.com/20261111/saqartvelo-da-chineti-saganmanatleblo-kavshirebs-apartoeben-301664905.html
საქართველო და ჩინეთი საგანმანათლებლო კავშირებს აფართოებენ
საქართველო და ჩინეთი საგანმანათლებლო კავშირებს აფართოებენ
Sputnik საქართველო
ჩინელი სტუდენტები, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ, საქართველოს მომავალ წელსაც ეწვევიან. 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T20:17+0400
2026-11-11T20:17+0400
2026-11-11T20:17+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/0b/301650026_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_bd3e9b14cdbae29eb5bb484e9b1d7d23.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველო და ჩინეთი გეგმავენ უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიური კავშირების და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარებას, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების რეალიზებას. ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ლანჭოუს უნივერსიტეტის (Lanzhou University – LZU) ხელმძღვანელობამ აკადემიური პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლანჭოუს უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ასევე საქართველოს უნივერსიტეტებთან მოქმედი კონფუციუსის ინსტიტუტების საქმიანობას. საუბარი შეეხო ლანჭოუს უნივერსიტეტსა და ალტე უნივერსიტეტს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კონფუცის ინსტიტუტის ბაზაზე და სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით მისი გაფართოების შესაძლებლობებს.მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ინსტიტუტების როლს ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის, აკადემიური ურთიერთობების გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაფართოების მიმართულებით. მიქანაძემ შეხვედრები ლანჭოუს უნივერსიტეტის პარტიის კომიტეტის მდივანთან, პროფესორ მა სიაოძიესთან და უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს იან იონგფინგთან გამართა.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა ქართული ენისა და ქართველოლოგიის შემსწავლელი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან, ასევე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური დონე აღნიშნა და ქართული ენის შემსწავლელ პროგრამას ორ ქვეყანას შორის აქტიური საგანმანათლებლო თანამშრომლობის ერთ-ერთი დადასტურება უწოდა. „განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ამ პროგრამის მონაწილე სტუდენტების მიერ ქართული ენის ცოდნა. ამ ურთიერთობის და არსებული კომუნიკაციის პარალელურად, არსებობს დიდი რესურსი ქართველ და ჩინელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, განათლების სფეროში თანამშრომლობის“, - აღნიშნა წილოსანმა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ასევე დადებითად შეაფასა შეხვედრა. მისი თქმით, ჩინელმა სტუდენტებმა, რომლებიც ადრე სტუმრობდნენ საქართველოს, საგრძნობლად გაიუმჯობესეს ქართული ენის ცოდნა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სტუდენტები მომავალ წელს კვლავ ეწვევიან საქართველოს. გარდა ამისა, განიხილეს ქართველი ახალგაზრდების ჩინეთში ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობები. „დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლიპარტელიანმა. საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათანობით ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს. უკვე 2026 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/0b/301650026_18:0:1895:1408_1920x0_80_0_0_e71d55e05ff1db5ce97e3f748facc679.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო და ჩინეთი საგანმანათლებლო კავშირებს აფართოებენ
ჩინელი სტუდენტები, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ, საქართველოს მომავალ წელსაც ეწვევიან.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველო და ჩინეთი გეგმავენ უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიური კავშირების და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარებას, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების რეალიზებას.
ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ლანჭოუს უნივერსიტეტის (Lanzhou University – LZU) ხელმძღვანელობამ აკადემიური პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლანჭოუს უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ასევე საქართველოს უნივერსიტეტებთან მოქმედი კონფუციუსის ინსტიტუტების საქმიანობას.
საუბარი შეეხო ლანჭოუს უნივერსიტეტსა და ალტე უნივერსიტეტს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კონფუცის ინსტიტუტის ბაზაზე და სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით მისი გაფართოების შესაძლებლობებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ინსტიტუტების როლს ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის, აკადემიური ურთიერთობების გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაფართოების მიმართულებით.
„შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მიქანაძემ შეხვედრები ლანჭოუს უნივერსიტეტის პარტიის კომიტეტის მდივანთან, პროფესორ მა სიაოძიესთან და უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს იან იონგფინგთან გამართა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა ქართული ენისა და ქართველოლოგიის შემსწავლელი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან, ასევე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური დონე აღნიშნა და ქართული ენის შემსწავლელ პროგრამას ორ ქვეყანას შორის აქტიური საგანმანათლებლო თანამშრომლობის ერთ-ერთი დადასტურება უწოდა.
„განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ამ პროგრამის მონაწილე სტუდენტების მიერ ქართული ენის ცოდნა. ამ ურთიერთობის და არსებული კომუნიკაციის პარალელურად, არსებობს დიდი რესურსი ქართველ და ჩინელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, განათლების სფეროში თანამშრომლობის“, - აღნიშნა წილოსანმა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ასევე დადებითად შეაფასა შეხვედრა. მისი თქმით, ჩინელმა სტუდენტებმა, რომლებიც ადრე სტუმრობდნენ საქართველოს, საგრძნობლად გაიუმჯობესეს ქართული ენის ცოდნა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სტუდენტები მომავალ წელს კვლავ ეწვევიან საქართველოს. გარდა ამისა, განიხილეს ქართველი ახალგაზრდების ჩინეთში ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობები.
„დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათანობით ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.
უკვე 2026 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.