https://sputnik-georgia.com/20261104/saqartvelos-chinetis-vice-prezidenti-ewveva-301543056.html
საქართველოს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში ჰან ჟენგი ქართველ ლიდერებთან ორმხრივ ურთიერთობასა და საერთო ინტერესის საკითხებზე იმსჯელებს, აღნიშნავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში. 04.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-04T19:42+0400
2026-11-04T19:42+0400
2026-11-04T19:42+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1d/266965568_0:166:3055:1884_1920x0_80_0_0_db2eb6f2d3615e5f76aaad9090011d66.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი ნომებერში საქართველოს ეწვევა, იუწყება ქართული მედია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მაო ნინგის ცნობით, ჰან ჟენგი 6-12 ნოემბერს თურქეთში გაემგზავრება, რის შემდეგ საქართველოს ესტუმრება. ჰან ჟენგი თურქეთში, კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის ფარგლებში ანტალიის ლიდერთა სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განსაკუთრებული წარმომადგენლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. საქართველოსთან დაკავშირებით მაო ნინგმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს. მისი თქმით, ბოლო წლებში ლიდერების მიერ დასახული გეგმის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა, თანამშრომლობამ კი სხვადასხვა სფეროში შედეგი გამოიღო. ვიზიტის დროს ჰან ჟენგი ქართველ ლიდერებთან ორმხრივ ურთიერთობასა და საერთო ინტერესის საკითხებზე იმსჯელებს. ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად შეასრულოს ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, გააღრმავოს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ურთიერთობების მდგრად განვითარებას ორივე ხალხის სასარგებლოდ. საქართველო და ჩინეთი საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1d/266965568_323:0:3054:2048_1920x0_80_0_0_8d055679cec0ad74a79fde3ec5371dee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა
ვიზიტის ფარგლებში ჰან ჟენგი ქართველ ლიდერებთან ორმხრივ ურთიერთობასა და საერთო ინტერესის საკითხებზე იმსჯელებს, აღნიშნავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი ნომებერში საქართველოს ეწვევა, იუწყება ქართული მედია.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მაო ნინგის ცნობით, ჰან ჟენგი 6-12 ნოემბერს თურქეთში გაემგზავრება, რის შემდეგ საქართველოს ესტუმრება.
ჰან ჟენგი თურქეთში, კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის ფარგლებში ანტალიის ლიდერთა სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განსაკუთრებული წარმომადგენლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოსთან დაკავშირებით მაო ნინგმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს. მისი თქმით, ბოლო წლებში ლიდერების მიერ დასახული გეგმის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა, თანამშრომლობამ კი სხვადასხვა სფეროში შედეგი გამოიღო.
ვიზიტის დროს ჰან ჟენგი ქართველ ლიდერებთან ორმხრივ ურთიერთობასა და საერთო ინტერესის საკითხებზე იმსჯელებს.
ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად შეასრულოს ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, გააღრმავოს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ურთიერთობების მდგრად განვითარებას ორივე ხალხის სასარგებლოდ.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).