https://sputnik-georgia.com/20261105/cinetis-vice-prezidenti-saqartvelos-6-noembers-ewveva-301555978.html
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს 6 ნოემბერს ეწვევა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს 6 ნოემბერს ეწვევა
Sputnik საქართველო
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი... 05.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-05T16:42+0400
2026-11-05T16:42+0400
2026-11-05T16:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_0:78:1600:978_1920x0_80_0_0_f872af801700d376675618827687d11c.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 6-8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი (Han Zheng) ეწვევა, უწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. ამასთან, საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ჩინეთის საგარეო უწყებაშიც და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს, ბოლო წლებში ლიდერების მიერ დასახული გეგმის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა, თანამშრომლობამ კი სხვადასხვა სფეროში შედეგი გამოიღო. "ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად შეასრულოს ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, გააღრმავოს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ურთიერთობების მდგრად განვითარებას ორივე ხალხის სასარგებლოდ", - განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში. საქართველო და ჩინეთი საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_98:0:1503:1054_1920x0_80_0_0_8ea776338391a0e5915fdc0e560d37b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს 6 ნოემბერს ეწვევა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 6-8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი (Han Zheng) ეწვევა, უწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
ამასთან, საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ჩინეთის საგარეო უწყებაშიც და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს, ბოლო წლებში ლიდერების მიერ დასახული გეგმის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა, თანამშრომლობამ კი სხვადასხვა სფეროში შედეგი გამოიღო.
"ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად შეასრულოს ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, გააღრმავოს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ურთიერთობების მდგრად განვითარებას ორივე ხალხის სასარგებლოდ", - განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).