https://sputnik-georgia.com/20261108/qvrivishvili-chineti-saqartvelos-strategiuli-partnioria-301602588.html
ქვრივიშვილი: „შუა დერეფანი" საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის საკვანძო მიმართულებაა
ქვრივიშვილი: „შუა დერეფანი" საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის საკვანძო მიმართულებაა
Sputnik საქართველო
ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის საქართველოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა. 08.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-08T16:13+0400
2026-11-08T16:13+0400
2026-11-08T16:13+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299542824_0:221:2048:1373_1920x0_80_0_0_7a4e5e657393eb972bcbbb8458cf4f59.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. „შუა დერეფანი" საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის საქართველოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.ქვრივიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი „შუა დერეფნის" კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზე გააკეთა.მისი თქმით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ორივე ქვეყანა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ვაჭრობის გაფართოებაზე მუშაობს.„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო კავშირების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესზე. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზე.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა ერთად განაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ.ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.„შუა დერეფანი"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299542824_0:29:2048:1565_1920x0_80_0_0_6b35e562e825971a5f3d6a9aacd53b53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქვრივიშვილი: „შუა დერეფანი" საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის საკვანძო მიმართულებაა
ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის საქართველოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. „შუა დერეფანი" საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის საქართველოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.
ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.
ქვრივიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი „შუა დერეფნის" კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზე გააკეთა.
„ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავ ზღვაზე „შუა დერეფნის" კარიბჭე გახდება და ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს შეასრულებს", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ორივე ქვეყანა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ვაჭრობის გაფართოებაზე მუშაობს.
„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო კავშირების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესზე.
„ივლისში ურუმჩი-თბილისის რეისს დაემატა შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისი. მოხარული ვარ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანია China Eastern-თან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2027 წლიდან ფრენების აღნიშნული, კვირაში 3 სიხშირე გაიზრდება კვირაში 5 სიხშირემდე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კავშირების, ტურიზმის, ბიზნესკავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზე.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა ერთად განაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ.
ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.