საქართველო და ჩინეთი ციფრული ჯანდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2026
გამოწერა
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ლეი ხაიჩაომ გაფართოების შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.
საუბარია ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების, ტელემედიცინის, ჯანდაცვის მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებებზე. მემორანდუმი ასევე მოიცავს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფარმაცევტული პროდუქტების რეგულირების სფეროში. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას განათლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, ჯანდაცვის პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერების სფეროშიც.
შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა სისტემის ხარისხის, ეფექტურობისა და მკურნალობის უწყვეტობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0