შანხაი-თბილისის მიმართულებით რეისების სიხშირე გაიზრდება - აეროპორტების გაერთიანება

© China Eastern AirlinesChina Eastern Airlines
China Eastern Airlines - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, გაზრდილი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. შანხაი–თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზრდება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
2027 წლიდან ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines შანხაისა და თბილისს შორის ფრენებს კვირაში ხუთჯერ შეასრულებს.
აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, გაზრდილი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ვან ცინგჩაოს შეხვდა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის მიერ შანხაი-თბილისის რეგულარული რეისების დაწყება. აღინიშნა, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებულია, გამოირჩევა მაღალი დატვირთულობით და მზარდი მოთხოვნით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთთან ფრენების მიმართულებებისა და სიხშირეების ზრდა დადებითად აისახა მგზავრთნაკადზე. კერძოდ, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების შედეგად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის ცხრა თვეში ზრდამ დამატებით 36% შეადგინა.
ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, გაზარდოს საქართველოს მიმართულებით არსებული რეისების სიხშირე და განიხილოს დამატებითი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა.
აღინიშნა, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია და მასთან პირდაპირი საჰაერო კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ტურიზმის განვითარების, ისე ინვესტიციების მოზიდვის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გააძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ჩინეთთან და მაქსიმალურად გამოიყენებს იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა ქმნის.
ყველა ახალი ამბავი
0