საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა თითქმის 20%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
აგვისტოში ქვეყანამ ჩინურ უმსხვილეს პლატფორმა Ctrip-ზე ოფიციალური ტურისტული გვერდი აამოქმედა, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ მიმართულებას.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის სამი კვარტლის განმავლობაში საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა 19,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აგვისტოში ქვეყანამ ჩინურ უმსხვილეს პლატფორმა Ctrip-ზე ოფიციალური ტურისტული გვერდი აამოქმედა, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ მიმართულებას.
იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჩინეთის მოქალაქეები საქართველოს 15,5 ათასჯერ ეწვივნენ, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ასეთი 12,9 ათასი ვიზიტი განხორციელდა.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ყველა ახალი ამბავი
0