https://sputnik-georgia.com/20261030/saqartvelos-saertasoriso-rezervebsi-cinuri-iuanis-wili-gasammagdeba-turnava-301441294.html
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილი გასამმაგდება - თურნავა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილი გასამმაგდება - თურნავა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის ჩინურ ფინანსურ ბაზრებზე საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომაა 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T09:36+0400
2026-10-30T09:36+0400
2026-10-30T09:36+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/08/248050876_0:118:3000:1806_1920x0_80_0_0_9a63a8d761687de01b88ca2e33c79009.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik.საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილი 15%-მდე გაიზრდება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავაზე დაყრდნობით.2026 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) მოიპოვა წვდომა.2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 8,17 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მოცულობის პირობებში, რეზერვების 15% დაახლოებით 1,23 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი იქნება. თუმცა, როგორც თურნავამ აღნიშნა, რეზერვების მოცულობა მუდმივად იცვლება და შესაბამისად, ჩინურ იუანში განთავსებული სახსრების საბოლოო მოცულობაც რეზერვების საერთო ოდენობაზე იქნება დამოკიდებული.მისივე განმარტებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ძირითადი ნაწილი კვლავ დოლარშია დენომინირებული, რაც სახელმწიფო საგარეო ვალის სტრუქტურას უკავშირდება. ამასთან, რეზერვების მართვის დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქრო შეიძინა და რეზერვებში სხვა ვალუტებიც შეიტანა, მათ შორის ჩინური იუანი.„სხვა ვალუტებს შორის ჩინური იუანიც არის, რაც უფრო მეტ მდგრადობას მატებს ჩვენს რეზერვებს, იმიტომ რომ ჩვენ მერე ვაინვესტირებთ ამ რეზერვებს და იგივე აზიური ბაზრები, მათ შორის ჩინეთის კაპიტალის ბაზარი, განსხვავებული დინამიკით გამოირჩევა. როდესაც, მაგალითად, დასავლურ ბაზრებზე არის გარკვეული შოკები, იქ შეიძლება სულ სხვა დინამიკა იყოს და ეს უფრო მედეგს ხდის მთლიანობაში ჩვენს რეზერვებს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.ეროვნული ბანკის ჩინურ ფინანსურ ბაზრებზე გააქტიურების ერთ-ერთი მიმართულება ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market, CIBM) წვდომაა. ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის თებერვალში განაცხადა.სებ-ის ინფორმაციით, CIBM-ზე წვდომა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის წინა წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ეროვნული ბანკის შეფასებით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირება საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას გააძლიერებს როგორც ვალუტების, ისე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 6,6 მლრდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (5 მლრდ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,5 მლრდ აშშ დოლარი).გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 472,5 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,6 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რეზერვებში ოქრო შეადგენს 1,05 მლრდ დოლარს (რეზერვების მთლიანი მოცულობის 12,9%).სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება უარყოფითი მნიშვნელობისაა და შეადგინა -23 ათასი დოლარი.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/08/248050876_218:0:2783:1924_1920x0_80_0_0_059aa16a14b2b7c2c09d5fb6f9debb42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ჩინეთი
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ჩინეთი
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილი გასამმაგდება - თურნავა
ეროვნული ბანკის ჩინურ ფინანსურ ბაზრებზე საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომაა
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik.საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილი 15%-მდე გაიზრდება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავაზე დაყრდნობით.
2026 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) მოიპოვა წვდომა.
„ჩვენ აქამდე დაშვებული გვქონდა 5%-იანი ნორმა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გავზრდით. ჯერჯერობით, ალბათ, დაახლოებით 15%-ის ფარგლებში დარჩება და შემდგომში შევხედავთ კიდევ შემდგომ ზრდას, თუ ის იქნება გამართლებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 8,17 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მოცულობის პირობებში, რეზერვების 15% დაახლოებით 1,23 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი იქნება. თუმცა, როგორც თურნავამ აღნიშნა, რეზერვების მოცულობა მუდმივად იცვლება და შესაბამისად, ჩინურ იუანში განთავსებული სახსრების საბოლოო მოცულობაც რეზერვების საერთო ოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
მისივე განმარტებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ძირითადი ნაწილი კვლავ დოლარშია დენომინირებული, რაც სახელმწიფო საგარეო ვალის სტრუქტურას უკავშირდება. ამასთან, რეზერვების მართვის დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქრო შეიძინა და რეზერვებში სხვა ვალუტებიც შეიტანა, მათ შორის ჩინური იუანი.
„სხვა ვალუტებს შორის ჩინური იუანიც არის, რაც უფრო მეტ მდგრადობას მატებს ჩვენს რეზერვებს, იმიტომ რომ ჩვენ მერე ვაინვესტირებთ ამ რეზერვებს და იგივე აზიური ბაზრები, მათ შორის ჩინეთის კაპიტალის ბაზარი, განსხვავებული დინამიკით გამოირჩევა. როდესაც, მაგალითად, დასავლურ ბაზრებზე არის გარკვეული შოკები, იქ შეიძლება სულ სხვა დინამიკა იყოს და ეს უფრო მედეგს ხდის მთლიანობაში ჩვენს რეზერვებს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის ჩინურ ფინანსურ ბაზრებზე გააქტიურების ერთ-ერთი მიმართულება ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market, CIBM) წვდომაა. ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის თებერვალში განაცხადა.
სებ-ის ინფორმაციით, CIBM-ზე წვდომა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის წინა წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ეროვნული ბანკის შეფასებით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირება საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას გააძლიერებს როგორც ვალუტების, ისე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 6,6 მლრდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (5 მლრდ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,5 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 472,5 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,6 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რეზერვებში ოქრო შეადგენს 1,05 მლრდ დოლარს (რეზერვების მთლიანი მოცულობის 12,9%).
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება უარყოფითი მნიშვნელობისაა და შეადგინა -23 ათასი დოლარი.