საქართველოში ადამიანის უფლებები ქვეყნის მთავარი კანონის - კონსტიტუციის დონეზეა დაცული. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. საქართველოს მთავრობის მეთაურის მამუკა ბახტაძის განცხადებით,  საქართველოში დანაშაულთან ბრძოლა არასდროს წარიმართება ადამიანის უფლებების დაცვის ხარჯზე. ხელისუფლება ბავშვთა, ქალთა, სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობების  უფლებების დასაცავად არაერთ რეფორმას ახორციელებს. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებ-გვერდზე. 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0