ევროკავშირი ანუ ევროპის კავშირი - ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება. გაერთიანებულია ევროპის 28 ქვეყანა. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. მისი ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთია შიდა ბაზარზე. ევროკავშირში შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები შვიდი ძირითადი ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ. ესენია: ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის აუდიტორთა სასამართლო. ევროკავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს მუდმივი დიპლომატიური მისიები, წარმოდგენილია გაეროში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო), დიდ რვიანსა და დიდ ოცეულში. ევროკავშირის არაფორმალურ დედაქალაქად ბრიუსელი არის მიჩნეული.
ახალი ამბები ევროკავშირის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.