https://sputnik-georgia.com/20250529/saqartvelo-evrointegraciis-gzaze-sakutar-faseulobebs-inarcunebs-premieri-293567206.html
საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარ ფასეულობებს ინარჩუნებს - პრემიერი
საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარ ფასეულობებს ინარჩუნებს - პრემიერი
Sputnik საქართველო
დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში შეინიშნება უკიდურესად საგანგაშო მოვლენა - ლიბერალური ფაშიზმის აღმავლობა, განაცხადა პრემიერმა 29.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-29T19:22+0400
2025-05-29T19:22+0400
2025-05-29T19:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1d/293565816_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_e3c5244cdc5f2d61940af4839bef9ead.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დათმობს ღირსებასა და იდენტობას პოლიტიკური კეთილგანწყობის სანაცვლოდ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციის გახსნაზე (Conservative Political Action Conference – CPAC), რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 29 მაისს გაიხსნა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში შეინიშნება უკიდურესად საგანგაშო მოვლენა - ლიბერალური ფაშიზმის აღმავლობა.ის ვრცელდება აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას და საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას.„ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას განსაზღვროს საკუთარი განვითარება; ტოლერანტობას ამოფარებული, ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველო და ევროკავშირისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს იყენებენ საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად, ისევე როგორც ეს მოხდა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1d/293565816_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_662054beefab36db050915b52f218a18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარ ფასეულობებს ინარჩუნებს - პრემიერი
დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში შეინიშნება უკიდურესად საგანგაშო მოვლენა - ლიბერალური ფაშიზმის აღმავლობა, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დათმობს ღირსებასა და იდენტობას პოლიტიკური კეთილგანწყობის სანაცვლოდ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციის გახსნაზე (Conservative Political Action Conference – CPAC), რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 29 მაისს გაიხსნა.
„ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში შეინიშნება უკიდურესად საგანგაშო მოვლენა - ლიბერალური ფაშიზმის აღმავლობა.
ის ვრცელდება აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას და საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას.
„ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას განსაზღვროს საკუთარი განვითარება; ტოლერანტობას ამოფარებული, ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს იყენებენ საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად, ისევე როგორც ეს მოხდა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.