https://sputnik-georgia.com/20250509/9-maiss-evropis-dge-aginishneba-293285984.html
9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება
9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - ქვეყანამ სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T11:49+0400
2025-05-09T11:49+0400
2025-05-09T11:49+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713828_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_c8b56d05ad58fcc49cfec75b5c33152b.jpg
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. დღეს ევროპის დღე, 1950 წლის 9 მაისს მიღებული შუმანის დეკლარაციის 75-ე წლისთავი აღინიშნებაა. ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ამ დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ქარდები გამოაქვეყნეს.თბილისში ევროპის დღესთან დაკავშირებით 19:00 საათზე აქცია-მსვლელობა: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება.ევროპის დღე არის ყოველწლიური ერთობის დღესასწაული ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს წევრ ქვეყნებში. არსებობს ევროპის ორი სხვადასხვა დღე, რომელიც აღინიშნება 5 და 9 მაისს. გარდა ამისა, 9 მაისს საქართველო ტრადიციულად აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.ევროპის დღე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - ქვეყანამ სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713828_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_1f0f2f2aaf4dbb3390c796fdf57d8f54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - ქვეყანამ სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. დღეს ევროპის დღე, 1950 წლის 9 მაისს მიღებული შუმანის დეკლარაციის 75-ე წლისთავი აღინიშნებაა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ამ დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ქარდები გამოაქვეყნეს.
თბილისში ევროპის დღესთან დაკავშირებით 19:00 საათზე აქცია-მსვლელობა: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება.
ევროპის დღე არის ყოველწლიური ერთობის დღესასწაული ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს წევრ ქვეყნებში. არსებობს ევროპის ორი სხვადასხვა დღე, რომელიც აღინიშნება 5 და 9 მაისს. გარდა ამისა, 9 მაისს საქართველო ტრადიციულად აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
ევროპის დღე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - ქვეყანამ სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.