გასცდა კომპეტენციის საზღვრებს! საქართველოში ევროკავშირის ელჩი გააკრიტიკეს

© Courtesy of European Union in Georgiaპაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2025
გამოწერა
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის ბიუროკრატიამ დიდი ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ მითითებით, ღიად იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში ეევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გასცდა ელჩის უფლებამოსილებასა და კომპეტენციას, გახდა რა აქტიური და გარედან დაფინანსებული ოპოზიციის ნაწილი, ამასთან იგი მოქმედებს „დიფ სთეითის“ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ღიად ებრძვის საქართველოს მთავრობას, ნათქვამია პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
„დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის ბიუროკრატიამ დიდი ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ მითითებით, ღიად იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
განცხადების ავტორების თქმით, სწორედ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას, ასევე იმ ე.წ. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩისკენ, ურთიერთდაპირისპირებისკენ და პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებელი, რაც, ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის საელჩო, რომელიც წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად გამოდიოდა არათუ პასუხისმგებლობას არ იღებდა, არამედ არც კი გმობდა მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ზიზღის და მუქარის კამპანიებს.
„მეტიც, საკუთარი დამოკიდებულებით და პოლიტიკით ევროკავშირის საელჩო მწვანე შუქს უნთებდა და უნთებს თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ ზიზღისა და მუქარის კამპანიებს, ძალადობას და სიძულვილს", - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალის" განმარტებით, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სრული ფარსია ელჩის საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების დასტაბილურების სურვილზე, რადგან საქმით ისინი თავად ახალისებენ რადიკალიზაციას.
„ძალადობის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობით ეს ძალები საქართველოში შემდგომი ძალადობის პროვოცირებას ახდენენ. ამით, ერთი მხრივ, საკუთარი აგენტების დაცვას ცდილობენ, მეორე მხრივ კი, ქართულ მართლმსაჯულებას და სუვერენიტეტს ებრძვიან", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისეთი ფიგურების პოლიტპატიმრებად მოხსენიება, როგორებიც არიან სააკაშვილი, მელია და სხვა რადიკალი პოლიტიკოსები ან აქტივისტები - ეს ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, რასაც მტკიცე რეაგირება უნდა მოჰყვეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, განცხადების ავტორების თქმით, საქართველო თავშეკავების პოლიტიკას იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო პაველ ჰერჩინსკის მსგავს ანგაჟირებულ, „დიფ სთეითის“ აგენტ, არასასურველ პირს დიდი ხნის წინ გააძევებდა ქვეყნიდან, ხელისუფლება შეგნებულად არ მოითხოვს მის გაძევებას, არსებული ვითარების გათვალისწინებით.
პარტიაში აღნიშნეს ის ფაქტიც, რომ ელჩის მცდელობა, გახლიჩოს ხალხი და მთავრობა, აბსოლუტურად დუშვებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი მხარდაჭერა აქვს.
ამავდროულად, განცხადების ავტორები დარწმუნებული არიან, რომ რეგიონში სიტუაციის გაუარესების ფონზე, ოფიციალურმა ბრიუსელმა სცადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება და ეს ხელისუფლების შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენა.
ხოლო როდესაც სასურველ შედეგს და ხელისუფლების უპირობო მორჩილებას ვერ მიაღწიეს, სწორედ მათ, თანაც სრულიად უსამართლოდ გაყინეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ეს საქართველოს ხელისუფლებას გადააბრალეს.
საქართველო და ევროკავშირი
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს მოხდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების დაახლოებით 200 წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
ყველა ახალი ამბავი
0