აქცია და ექსტრემიზმი: პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის როლს აკრიტიკებს

© Government of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2025
გამოწერა
ამგვარი ქცევით ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქცია, რომელზეც მთავრობის დამხობისკენ მოწოდებები გაისმა, ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული, რამაც, შესაძლოა, ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირსა და ექსტრემიზმს შორის სახიფათო ასოციაცია შექმნას, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
გუშინ, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია ლოზუნგით „საქართველო დადექი!" გაიმართა, რომელშიც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.
„ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების" მიერ ხელისუფლების „დამხობის" და „ყველას დასჯის" პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო", - დაწერა სპიკერმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამგვარი ქცევით ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს.
პაპუაშვილმა მანამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირის საბიუჯეტო სახსრები გამოიყენება საქართველოში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის, სიძულვილის კამპანიის, დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ექსტრემიზმის დასაფინანსებლად.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია აცხადებენ, რომ უცხოელი დონორების მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ირიცხება.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ისინი საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან იმართება, რომლებიც პერიოდულად პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზრდება. საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ დაიწყო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0