https://sputnik-georgia.com/20250630/kobaxidze-dippasportis-mplobelebistvis-uvizo-rejimis-shecherebis-shesaxeb-293984389.html
სამარცხვინოა: კობახიძე დიპპასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ
სამარცხვინოა: კობახიძე დიპპასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ბოლო ვიზიტისას ვიზის აღება დასჭირდა 30.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-30T21:38+0400
2025-06-30T21:38+0400
2025-06-30T21:38+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293983065_0:1:825:465_1920x0_80_0_0_ce0beb9f54f67ebe5f100fd22fe21907.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის რიგი ქვეყნების სამარცხვინო გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელიც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს, საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, მიაჩნია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. მისი თქმით, 11-მა ქვეყანამ უკვე დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამასთან, როგორც მმართველი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ აღნიშნა, მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის პრიორიტეტი არა პირადი კომფორტი, არამედ საქართველოს ინტერესების დაცვაა.პრემიერის თქმით, მას ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლისას ვიზის გამოყენება მოუწია. მთავრობის მეთაურმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყანაზე საუბრობდა.ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებულია რუმინეთში (მარტიდან), ბულგარეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ბელგიასა და იტალიაში. შვედეთში გადაწყვეტილება აგვისტოში ამოქმედდება.27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.ამასთან, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში გამგზავრება ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293983065_103:0:723:465_1920x0_80_0_0_5ca72fadfefebd6146b47f951624395b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
სამარცხვინოა: კობახიძე დიპპასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ
მთავრობის მეთაურს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ბოლო ვიზიტისას ვიზის აღება დასჭირდა
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის რიგი ქვეყნების სამარცხვინო გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელიც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს, საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, მიაჩნია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. მისი თქმით, 11-მა ქვეყანამ უკვე დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამასთან, როგორც მმართველი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ აღნიშნა, მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის პრიორიტეტი არა პირადი კომფორტი, არამედ საქართველოს ინტერესების დაცვაა.
„ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება, მათი უფლებაა და ჩვენ მზად ვართ, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მას ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლისას ვიზის გამოყენება მოუწია. მთავრობის მეთაურმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყანაზე საუბრობდა.
„დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს - თავად ვიყავი ვიზით წასული ერთ-ერთ ქვეყანაში", - განაცხადა კობახიძემ.
ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებულია რუმინეთში (მარტიდან), ბულგარეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ბელგიასა და იტალიაში. შვედეთში გადაწყვეტილება აგვისტოში ამოქმედდება.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
ამასთან, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში გამგზავრება ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.