https://sputnik-georgia.com/20250522/eqstremizmis-dafinanseba-saqartvelosi-evrokavsiris-saelcos-poziciis-dafiqsireba-mostxoves-293474226.html
საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსება: ევროკავშირის საელჩოს პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს
საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსება: ევროკავშირის საელჩოს პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს
Sputnik საქართველო
ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის "არალეგიტიმურად" მოხსენიება დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, განაცხადა სპიკერმა 22.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-22T22:27+0400
2025-05-22T22:27+0400
2025-05-22T22:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/01/287691888_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_7f3e9ffab83d06b690d1566411d18232.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ევროკავშირის საელჩოს არასდროს დაუგმია ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია, ასევე ის ფაქტი, რომ მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერას ეწევიან, დაწერა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.თავის პოსტში პარლამენტის თავმჯდომარემ გააზიარა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პუბლიკაცია, რომელშიც პარლამენტი „არალეგიტიმურად“ არის მოხსენიებული.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის "არალეგიტიმურად" მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის და მოჩვენებითი ლეგიტიმაციის შექმნაა.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა.„პასუხისმგებლობიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა“, - წერს პაპუაშვილი.მან სპეკულაციის გამოსარიცხად ასევე განაცხადა, რომ ეს არა "ცუდად საუბარი" ან „თავდასხმა“, არამედ "ლეგიტიმური კრიტიკაა", რომელსაც პასუხი სჭირდება.საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციებიბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის FARA-ს დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/01/287691888_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_923ba82f7ffac1cc4c4e41cba8981d4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი
საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსება: ევროკავშირის საელჩოს პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს
ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის "არალეგიტიმურად" მოხსენიება დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ევროკავშირის საელჩოს არასდროს დაუგმია ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია, ასევე ის ფაქტი, რომ მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერას ეწევიან, დაწერა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
თავის პოსტში პარლამენტის თავმჯდომარემ გააზიარა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პუბლიკაცია, რომელშიც პარლამენტი „არალეგიტიმურად“ არის მოხსენიებული.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის "არალეგიტიმურად" მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის და მოჩვენებითი ლეგიტიმაციის შექმნაა.
„საელჩო უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა, ჰქონდეს რეაგირება ევროკავშირის მოქალაქეების ფულის ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ხარჯვაზე. საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს, დღემდე, არც ერთხელ (!) არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა.
„პასუხისმგებლობიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა“, - წერს პაპუაშვილი.
მან სპეკულაციის გამოსარიცხად ასევე განაცხადა, რომ ეს არა "ცუდად საუბარი" ან „თავდასხმა“, არამედ "ლეგიტიმური კრიტიკაა", რომელსაც პასუხი სჭირდება.
საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.
გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის FARA-ს დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.