https://sputnik-georgia.com/20260404/ramdenma-momxmarebelma-mimarta-konkurenciis-saagentos-sacivrit-297960676.html
რამდენმა მომხმარებელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით
რამდენმა მომხმარებელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით
Sputnik საქართველო
იანვარ-მარტში საჩივრების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95%-ით არის გაზრდილი. 04.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-04T20:20+0400
2026-04-04T20:20+0400
2026-04-04T20:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461966_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_fd8541662ce3dca9f2194bad73e08555.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. 2026 წლის პირველ სამ თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (GCCA) 619 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2078 შეადგინა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა/დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.უწყების ინფორმაციით, შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95%-ით არის გაზრდილი.სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 80 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 142 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 28 მოვაჭრეს - 48 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 50.325 ლარის ოდენობით.ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 საქმეზე - 56 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5%, იმერეთი 5%, ქვემო ქართლი 3%, კახეთი 2%, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1% და სხვ.მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 201 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 176, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 140, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 39, ხოლო სხვა დანარჩენზე - 63.სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 68 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%, განთავსება და საკვების მიწოდება 2 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 16 %.საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461966_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_51dc4c1da0fce66d6945043157a9a16d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
რამდენმა მომხმარებელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით
იანვარ-მარტში საჩივრების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95%-ით არის გაზრდილი.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. 2026 წლის პირველ სამ თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (GCCA) 619 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2078 შეადგინა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა/დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.
უწყების ინფორმაციით, შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95%-ით არის გაზრდილი.
სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 80 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 142 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 28 მოვაჭრეს - 48 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 50.325 ლარის ოდენობით.
ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 საქმეზე - 56 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5%, იმერეთი 5%, ქვემო ქართლი 3%, კახეთი 2%, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1% და სხვ.
მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 201 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 176, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 140, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 39, ხოლო სხვა დანარჩენზე - 63.
სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 68 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%, განთავსება და საკვების მიწოდება 2 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 16 %.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.