https://sputnik-georgia.com/20260730/trepikingtan-brzola-mtavrobis-prioritetia-299869322.html
იუსტიციის სამინისტრო: ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა
იუსტიციის სამინისტრო: ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა
Sputnik საქართველო
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა 2013 წლიდან აღნიშნავს. 30.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-30T15:00+0400
2026-07-30T15:00+0400
2026-07-30T15:00+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ადამიანის უფლებები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097882_0:75:1500:919_1920x0_80_0_0_53fcef9973f4904f4eb1521832bb52a6.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო გარემოს ქმნის, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანი ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში ტრეფიკინგის მსოფლიო დღე 2014 წლიდან აღინიშნება. უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მე-10 წელია კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის ანგარიშის - Trafficking in Persons Report, TIP Report თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“ (Tier 1). პირველ კალათაში 188 ქვეყნიდან მხოლოდ 33 ქვეყანაა შესული, რომელთა შორისაა საქართველო. 2016-2025 წლებში საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა ადამიანით მოვაჭრე 87 პირის მიმართ დაიწყო: სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე -35 პირის მიმართ, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - 51 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - 1 პირის მიმართ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097882_87:0:1412:994_1920x0_80_0_0_ac2408062faa839d3b114f5a7c5ca253.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრო: ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა 2013 წლიდან აღნიშნავს.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო გარემოს ქმნის, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანი ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში ტრეფიკინგის მსოფლიო დღე 2014 წლიდან აღინიშნება.
„ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებისაკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მე-10 წელია კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.
როგოეც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების დადებითი შეფასება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის ანგარიშის - Trafficking in Persons Report, TIP Report თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“ (Tier 1). პირველ კალათაში 188 ქვეყნიდან მხოლოდ 33 ქვეყანაა შესული, რომელთა შორისაა საქართველო.
2016-2025 წლებში საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა ადამიანით მოვაჭრე 87 პირის მიმართ დაიწყო: სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე -35 პირის მიმართ, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - 51 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - 1 პირის მიმართ.