https://sputnik-georgia.com/20260816/ojaxuri-zaladoba-saqartveloshi-axali-statistika-300144832.html
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა ნახევარზე მეტი 25-დან 44 წლამდე ქალები არიან. 16.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-16T11:39+0400
2026-08-16T11:39+0400
2026-08-16T11:39+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
შემთხვევები საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480788_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_eaa6f4e9aea48609e4b4e8a1cb0bc9d4.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი 3.032 ქალმა და 573 მამაკაცმა მიიღო, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ოჯახური ძალადობის ქვეშ იგულისხმება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით. ამასთან, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.შსს-ის ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში „ოჯახური ძალადობის“ მუხლით 1.641 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელთაგან 87,9% გახსნილია.საქართველოში ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახეობა ფსიქოლოგიური ძალადობაა, რომლის მსხვერპლიც 3,599 ადამიანი გახდა. მეორე ადგილზეა ფიზიკური ძალადობა (913 შემთხვევა), ხოლო მესამეზე - გულგრილობა (49 შემთხვევა).შსს-ის ცნობით, საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა ნახევარზე მეტი 25-დან 44 წლამდე ქალები არიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480788_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_28bfb3268dc6243fe1088f3def14d29a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, შემთხვევები საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, შემთხვევები საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა ნახევარზე მეტი 25-დან 44 წლამდე ქალები არიან.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი 3.032 ქალმა და 573 მამაკაცმა მიიღო, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ოჯახური ძალადობის ქვეშ იგულისხმება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით. ამასთან, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
შსს-ის ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში „ოჯახური ძალადობის“ მუხლით 1.641 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელთაგან 87,9% გახსნილია.
საქართველოში ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახეობა ფსიქოლოგიური ძალადობაა, რომლის მსხვერპლიც 3,599 ადამიანი გახდა. მეორე ადგილზეა ფიზიკური ძალადობა (913 შემთხვევა), ხოლო მესამეზე - გულგრილობა (49 შემთხვევა).
შსს-ის ცნობით, საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა ნახევარზე მეტი 25-დან 44 წლამდე ქალები არიან.