https://sputnik-georgia.com/20260312/ombudsmenma-parlaments-patimar-msoblebtan-svilebis-vizitebis-uzrunvelyofis-txovnit-mimarta-297545695.html
ომბუდსმენმა პარლამენტს პატიმარ მშობლებთან შვილების ვიზიტების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა
ომბუდსმენმა პარლამენტს პატიმარ მშობლებთან შვილების ვიზიტების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა
Sputnik საქართველო
სასჯელის გამოტანის შემდეგ, საქართველოში პატიმრებს აქვთ ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება, როგორც პირადად, ასევე ვიდეოკავშირის საშუალებით. 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T10:52+0400
2026-03-12T10:52+0400
2026-03-12T10:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.შვილების ვიზიტებთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ განაცხადა რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ამ პატიმრებს შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ლელოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი.სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით.სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დღეს კანონმდებლობა განსაზღვრავს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის (პაემანის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის) შეზღუდვის შესაძლებლობას.სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად.სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს – საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, განიხილოს ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი.სასჯელის გამოტანის შემდეგ, საქართველოში პატიმრებს აქვთ ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება, როგორც პირადად, ასევე ვიდეოკავშირის საშუალებით. ამ შემთხვევაში ოჯახის ცნება მოიცავს არა მხოლოდ შვილებს, არამედ სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ პირებსაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
ომბუდსმენმა პარლამენტს პატიმარ მშობლებთან შვილების ვიზიტების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა
სასჯელის გამოტანის შემდეგ, საქართველოში პატიმრებს აქვთ ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება, როგორც პირადად, ასევე ვიდეოკავშირის საშუალებით.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
შვილების ვიზიტებთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ განაცხადა რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ამ პატიმრებს შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ლელოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი.
სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დღეს კანონმდებლობა განსაზღვრავს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის (პაემანის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის) შეზღუდვის შესაძლებლობას.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად.
სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს – საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, განიხილოს ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი.
სასჯელის გამოტანის შემდეგ, საქართველოში პატიმრებს აქვთ ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება, როგორც პირადად, ასევე ვიდეოკავშირის საშუალებით. ამ შემთხვევაში ოჯახის ცნება მოიცავს არა მხოლოდ შვილებს, არამედ სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ პირებსაც.