2025 წელს საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Stringerძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2026
გამოწერა
ბავშვებზე ძალადობის რეიტინგის სათავეში ფიზიკური ძალადობაა
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ბავშვები 1560 შემთხვევაში გახდნენ ძალადობის მსხვერპლი.
უწყების სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით ძალადობის სახეობების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:
ფიზიკური ძალადობა – 329 ბავშვი;
ფსიქოლოგიური ძალადობა – 594 ბავშვი;
სექსუალური ძალადობა – 170 ბავშვი;
უგულებელყოფა – 381 ბავშვი;
იძულება – 18 ბავშვი;
ეკონომიკური ძალადობა – 3 ბავშვი;
შრომითი ექსპლუატაცია/ადამიანებით ვაჭრობა– 3 ბავშვი;
სექსუალური ექსპლუატაცია/ადამიანებით ვაჭრობა – 6 ბავშვი;
სხვა – 56 ბავშვი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე 1373 პირი იქნა აღიარებული, რომელთაგან 607 ოჯახში ძალადობის, 180 სექსუალური დანაშაულის, ხოლო 190 მუქარის მსხვერპლი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0