https://sputnik-georgia.com/20260519/strasburgma-saqartvelos-sakitxze-gadawyvetileba-gamoitana-298721671.html
სტრასბურგი: თანამდებობის პირთა მიმართ შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლების ფარგლებს სცდება
სტრასბურგი: თანამდებობის პირთა მიმართ შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლების ფარგლებს სცდება
Sputnik საქართველო
სასამართლოს გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას... 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T18:54+0400
2026-05-19T18:54+0400
2026-05-19T18:54+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23428/90/234289051_0:283:3528:2268_1920x0_80_0_0_a3ae75b520997ec7eece53d9ff939ee5.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ დადაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ირაკლი მილაძემ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც 2022 წელს ქართულმა სასამართლომ იგი 500 ლარით დააჯარიმა - მილაძემ სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. სასამართლოს შეფასებით, გამოყენებული ენა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების დამცირებასა და შეურაცხყოფას.„სტრასბურგის სასამართლომ ასევე გაიზიარა ეროვნული სასამართლოების დასაბუთება და აღნიშნა, რომ მათ სწორად გაავლეს ზღვარი მწვავე პოლიტიკურ კრიტიკასა და პირადი ხასიათის შეურაცხყოფას შორის", - ნათქვამია განცხადებაში. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დაეკისრა.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და იცავს მწვავე კრიტიკასაც, თუმცა იგი არ მოიცავს სხვების, მათ შორის, თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა დამამცირებელ და პირად შეურაცხყოფას.18 მაისს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნა დააანონსა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიის მონიტორინგით დაკავდება.რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების შეურაცხყოფა მათი მოვალეობის შესრულებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23428/90/234289051_64:0:3464:2550_1920x0_80_0_0_f087f49655456c40fdc5b98744ba56f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
სტრასბურგი: თანამდებობის პირთა მიმართ შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლების ფარგლებს სცდება
სასამართლოს გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დაეკისრა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ დადაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი მილაძემ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც 2022 წელს ქართულმა სასამართლომ იგი 500 ლარით დააჯარიმა - მილაძემ სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა.
„ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივნის განცხადებები არ წარმოადგენდა პოლიტიკურ კრიტიკას ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე აზრის გამოხატვას", - ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლოს შეფასებით, გამოყენებული ენა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების დამცირებასა და შეურაცხყოფას.
„სტრასბურგის სასამართლომ ასევე გაიზიარა ეროვნული სასამართლოების დასაბუთება და აღნიშნა, რომ მათ სწორად გაავლეს ზღვარი მწვავე პოლიტიკურ კრიტიკასა და პირადი ხასიათის შეურაცხყოფას შორის", - ნათქვამია განცხადებაში.
გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დაეკისრა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და იცავს მწვავე კრიტიკასაც, თუმცა იგი არ მოიცავს სხვების, მათ შორის, თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა დამამცირებელ და პირად შეურაცხყოფას.
„სტრასბურგის სასამართლოს შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, თუმცა ამავდროულად ცხადად ადგენს, რომ მისი განხორციელება, განსაკუთრებით ინტერნეტ-სივრცესა და სოციალურ ქსელებში არ უნდა გადაიზარდოს სხვათა ღირსებისა და უფლებების შემლახველ შეურაცხყოფაში,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
18 მაისს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნა დააანონსა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიის მონიტორინგით დაკავდება.
საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების შეურაცხყოფა მათი მოვალეობის შესრულებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.