https://sputnik-georgia.com/20260401/xundadze-dekretuli-shvebuleba-unda-gaizardos-297918380.html
ხუნდაძე: ვფიქრობ, დეკრეტული შვებულება 1 წლამდე უნდა გაიზარდოს
ხუნდაძე: ვფიქრობ, დეკრეტული შვებულება 1 წლამდე უნდა გაიზარდოს
Sputnik საქართველო
შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულ ქალს უფლება აქვს, ორსულობისა და მშობიარობის გამო ისარგებლოს 126 კალენდარული დღის ოდენობით ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო... 01.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-01T22:29+0400
2026-04-01T22:29+0400
2026-04-01T22:29+0400
საქართველო
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოში დეკრეტული შვებულება ერთ წლამდე უნდა გაიზარდოს, რაც ქალებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ კარიერასა და ოჯახის შექმნას შორის არჩევანის გაკეთება, ასეთი წინადადებით გამოვიდა პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის" თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.„საქსტატის" ცნობით, 2025 წელს საქართველოში 37,9 ათასი ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 44,3 ათას ადამიანს მიაღწია.მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ბავშვის დაბადება დამატებითი სირთულეების წყარო არ გახდეს. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა ოჯახების მხარდაჭერის ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას.„სამსახურებთან ან უმაღლეს სასწავლებლებთან უნდა იყოს ბავშვთა ოთახები ან საბავშვო ბაღები, სადაც დედა მიიყვანს ბავშვს, თვითონ კი დაკავდება სწავლით და კარიერის მოწყობით", - განაცხადა ხუნდაძემ.დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა საბინაო საკითხზე. მისი თქმით, საბინაო სირთულეები ხშირად არის მიზეზი, რის გამოც ადამიანები ოჯახის შექმნაზე უარს ამბობენ.კერძო სექტორში დასაქმებული დედებისთვის ფინანსური დახმარება 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2 ათას ლარამდე გაიზარდა.გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შემცირდება, სომხეთისაა და აზერბაიჯანის მოსახლეობა კი გაიზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში, ახალი ამბები
ხუნდაძე: ვფიქრობ, დეკრეტული შვებულება 1 წლამდე უნდა გაიზარდოს
შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულ ქალს უფლება აქვს, ორსულობისა და მშობიარობის გამო ისარგებლოს 126 კალენდარული დღის ოდენობით ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღით.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოში დეკრეტული შვებულება ერთ წლამდე უნდა გაიზარდოს, რაც ქალებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ კარიერასა და ოჯახის შექმნას შორის არჩევანის გაკეთება, ასეთი წინადადებით გამოვიდა პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის" თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
„საქსტატის" ცნობით, 2025 წელს საქართველოში 37,9 ათასი ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 44,3 ათას ადამიანს მიაღწია.
„ვფიქრობ, დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე, რომ პოტენციურ დედას ჰქონდეს პირობა, რომ მისი კარიერა არ იქნება ხელშემშლელი ფაქტორი ოჯახის შექმნისა და შვილის გაჩენისთვის. ამასთან, ბავშვის გაზრდა არ იქნება ხელშემშლელი, თუ დედა შეძლებს კარიერულ კიბეზე წინსვლას", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ბავშვის დაბადება დამატებითი სირთულეების წყარო არ გახდეს.
დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა ოჯახების მხარდაჭერის ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას.
„სამსახურებთან ან უმაღლეს სასწავლებლებთან უნდა იყოს ბავშვთა ოთახები ან საბავშვო ბაღები, სადაც დედა მიიყვანს ბავშვს, თვითონ კი დაკავდება სწავლით და კარიერის მოწყობით", - განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა საბინაო საკითხზე. მისი თქმით, საბინაო სირთულეები ხშირად არის მიზეზი, რის გამოც ადამიანები ოჯახის შექმნაზე უარს ამბობენ.
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულ ქალს უფლება აქვს, ორსულობისა და მშობიარობის გამო ისარგებლოს 126 კალენდარული დღის ოდენობით ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე. დეკრეტული შვებულების გამოყენება შეუძლია ორივე მშობელს.
კერძო სექტორში დასაქმებული დედებისთვის ფინანსური დახმარება 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2 ათას ლარამდე გაიზარდა.
გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შემცირდება, სომხეთისაა და აზერბაიჯანის მოსახლეობა კი გაიზრდება.