https://sputnik-georgia.com/20260305/ninowmindis-pansionis-yofil-arsazrdelebs-saxelmwifom-kompensacia-unda-gadaixados-297451346.html
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებს სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებს სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს
Sputnik საქართველო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30.000 ლარის გადახდა დაევალა. 05.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-05T17:27+0400
2026-03-05T17:27+0400
2026-03-05T17:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ადამიანის უფლებები საქართველოში
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/07/251957062_3:0:2524:1418_1920x0_80_0_0_fb533bd3be4f3a248e476fcef4ec4e36.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა, იუწყება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში 2021 წელს მოექცა. მაშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამ განცხადების საფუძველზე მაშინ საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო. იმ მომენტისთვის პანსიონში 53 ბავშვი იმყოფებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30.000 ლარის გადახდა დაევალა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სარჩელის საფუძველზე მიიღო. ორგანიზაცია პირველი ინსტანციის სასამართლოში 11 ყოფილი ბენეფიციარის ინტერესებს წარმოადგენდა და თითოეული მათგანისათვის 100.000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა. საქმის განხილვა, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ PHR-მა სასამართლოში სარჩელი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2024 წლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში შეიტანა. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის შეფასებით, პანსიონში არსებული პრაქტიკა, რიგ შემთხვევებში, უთანაბრდებოდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. „განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაცვისა და მხარდაჭერის მომეტებულ ვალდებულებას წარმოშობდა", - აღნიშულია ინფორმაციაში. PHR-მა კომპენსაციის ოდენობის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/07/251957062_318:0:2209:1418_1920x0_80_0_0_11b73bc85199af4c70e4658fc83f2d1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ადამიანის უფლებები საქართველოში, გაერო
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ადამიანის უფლებები საქართველოში, გაერო
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებს სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30.000 ლარის გადახდა დაევალა.
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა, იუწყება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში 2021 წელს მოექცა. მაშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამ განცხადების საფუძველზე მაშინ საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო. იმ მომენტისთვის პანსიონში 53 ბავშვი იმყოფებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30.000 ლარის გადახდა დაევალა.
სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სარჩელის საფუძველზე მიიღო. ორგანიზაცია პირველი ინსტანციის სასამართლოში 11 ყოფილი ბენეფიციარის ინტერესებს წარმოადგენდა და თითოეული მათგანისათვის 100.000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა.
საქმის განხილვა, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ PHR-მა სასამართლოში სარჩელი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2024 წლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში შეიტანა.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის შეფასებით, პანსიონში არსებული პრაქტიკა, რიგ შემთხვევებში, უთანაბრდებოდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაცვისა და მხარდაჭერის მომეტებულ ვალდებულებას წარმოშობდა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
PHR-მა კომპენსაციის ოდენობის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომაც.