საქართველო ტრანსნაციონალური რეპრესიების გამოყენებაში მხილებული ქვეყნების სიაში მოხვდა

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2026
გამოწერა
ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველო შეიყვანა იმ სახელმწიფოების სიაში, რომლებიც ქვეყნიდან დევნიან კრიტიკოსებს და აქტივისტებს
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს შეემატა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს, ნათქვამია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში.
ტრანსნაციონალური რეპრესიები ნიშნავს ხელისუფლებების მიერ საკუთარი კრიტიკოსებისა და აქტივისტების დევნას ქვეყნის საზღვრებს გარეთ - მათ შორის მკვლელობებს, თავდასხმებს, გატაცებებს, მუქარასა და სხვადასხვა ფორმის შევიწროებას.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნების რიცხვს, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნენ, რომ იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს, ექვსი ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე დაემატა.
„Freedom House-მა წლის განმავლობაში ფიზიკური, პირდაპირი ტრანსნაციონალური რეპრესიების 126 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რამაც ჩვენს მონაცემთა ბაზაში, 2014 წლიდან 2025 წლამდე, შემთხვევების სრული რაოდენობა 1,375-მდე გაზარდა", - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2025 წლისთვის სულ მცირე 54 მთავრობა, ანუ მსოფლიოს ქვეყნების მეოთხედზე მეტი, ცდილობდა საზღვარგარეთ ოპონენტების გაჩუმებას. ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს შორის იყო დაკავება (49 შემთხვევა) და უკანონო დეპორტაცია (48 შემთხვევა). რიგ შემთხვევებში გამოყენებული იყო Interpol-ის მექანიზმებიც, რაც, ანგარიშის შეფასებით, მიუთითებს, რომ ორგანიზაციის რეფორმები ჯერ კიდევ ვერ ახერხებს მისი სისტემის ბოროტად გამოყენების სრულად აღკვეთას.
ყველა ახალი ამბავი
0