სახალხო დამცველი და UNICEF ერთობლივ სამუშაო გეგმაზე შეთანხმდნენ

© courtesy of Levan Ioselianiლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2026
გამოწერა
გაეროს ბავშვთა ფონდი მრავალი წელია საქართველოს სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი პარტნიორია, აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ალექსანდრუ ნარტეამ ერთობლივ სამუშაო გეგმას მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დოკუმენტის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება.
"გაეროს ბავშვთა ფონდი მრავალი წელია საქართველოს სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი პარტნიორია და აქტიურად უჭერს მხარს მისი აპარატის საქმიანობას ბავშვთა უფლებების დაცვის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით", - აღნიშულია ინფორმაციაში.
თანამშრომლობა ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და თემატური მონიტორინგის მხარდაჭერას, რაც საბოლოო ჯამში საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
ყველა ახალი ამბავი
0