ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ) − ყოფილი მმართველი, ამჟამად კი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში.
ენმ ხელისუფლებაში ოფიციალურად 2004 წლის იანვარში მოვიდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. ამას წინ უძღოდა „ვარდების რევოლუცია“, რომელიც 2003 წლის ნოემბერში მოხდა.
2012 წლის ოქტომბერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, რის შემდეგაც ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა.
ენმ დღემდე მიიჩნევა სიდიდით მეორე პოლიტიკურ ძალად საქართველოში − „ქართული ოცნების“ შემდეგ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპარლამენტის წამყვანი უდიდესი პარტია „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ასოცირებული წევრი.
ენმ-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა:
თავმჯდომარე − ლევან ხაბეიშვილი
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე − ლევან ბეჟაშვილი
გენერალური მდივანი − პეტრე ცისკარიშვილი