გრიგოლ ვაშაძე: რუსული განათლების მქონე ქართველი პოლიტიკოსი

გამოწერა
პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვის წევრი იყო. დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში, 2008-დან 2012 წლამდე პერიოდში იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი იყო ქვეყნის კულტურისა და სპორტის მინისტრი.
2012 წლის არჩევნებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ, ვაშაძე სათავეში ჩაუდგა ამ ოპოზიციურ ძალას — წელიწადნახევრის განმავლობაში იგი პარტიის თავმჯდომარე იყო, ასევე კენჭს იყრიდა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში და იყო პარლამენტის დეპუტატი.
აღსანიშნავია, რომ ვაშაძემ უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო — სწავლობდა „მგიმო“-სა და დიპლომატიურ აკადემიაში, მოგვიანებით კი სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. თუმცა, რუსეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სკანდალიც კი, როდესაც პოლიტიკოსს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა, არ გამხდარა მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული — ვაშაძემ პოლიტიკური თანამოაზრეებისა და ოპონენტების ზეწოლის შედეგად 2009 წლის ბოლოს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
ყველა ახალი ამბავი
0