https://sputnik-georgia.com/20260803/nacmozraobashi-didi-areulobaa-krilobis-win-299936551.html
„ნაცმოძრაობაში" გარჩევები ყრილობის წინ: დავა პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობაზე
„ნაცმოძრაობაში" გარჩევები ყრილობის წინ: დავა პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობაზე
Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 5 აგვისტოს არის ჩანიშნული. მასზე პარტია ხელმძღვანელობის არჩევასა და შემდგომი ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს. 03.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-03T18:00+0400
2026-08-03T18:00+0400
2026-08-03T18:00+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825033_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_cca55338541dcffddd54573554ee983d.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დავა დაიწყო – ამჯერად პოლიტსაბჭოს იმ სხდომის ლეგიტიმურობის გამო, რომელმაც პარტიის ყრილობის თარიღი დანიშნა.პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც თავად არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს 30 ივლისის სხდომას, კვორუმის დათვლისას დარღვევებზე განაცხადა, მაშინ როცა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა პროცედურა დაცული იყო.ბოკუჩავას თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომას გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ ჰქონდა, რადგან მასში დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა, მაშინ როცა პარტიის პოლიტსაბჭო 130 წევრისგან შედგება. მისი თქმით, სხდომის შემდეგ ხელმოწერების შეგროვება და კვორუმის არსებობის დადასტურების მცდელობა დისტანციურად ჩართული მონაწილეების ხარჯზე, „ქართული ოცნების“ მეთოდებს ჰგავს.მისი თქმით, ცისკარიშვილმა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისგან დავალება მიიღო, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს ყრილობა იმ ცვლილებების განსახორციელებმად, რაც მას აქვს დასახული. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის მიშას პარტია და მას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება ცვლილებების განსახორციელებლად, დასძინა პოლიტიკოსმა.თავის მხრივ, ცისკარიშვილმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ლეგიტიმური იყო. მისი თქმით, საბჭოში 130 კი არა, 119 წევრია, ხოლო სხდომის მონაწილეთა რაოდენობა გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი იყო. მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა" არ მისცემს საფუძველს „ქართულ ოცნებას“, ყრილობის შემდეგ ეჭვქვეშ დააყენოს პარტიის რეგისტრაცია და ყველა დოკუმენტი მოთხოვნების შესაბამისად გაფორმდება.„ნაცმოძრაობაში" არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიცია „სრულად ჩამოიშალა“.„თავიდან ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა მათ უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ. ეს არის დღევანდელი რეალობა და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა „ერთმანეთში უსამშობლო ადამიანები ამოიცნეს“, ამჟამინდელი კონფლიქტი კი საკუთარი მფარველების წინაშე პოზიციებისთვის ბრძოლას უკავშირდება.„ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 5 აგვისტოს არის ჩანიშნული. მასზე პარტია ხელმძღვანელობის არჩევასა და შემდგომი ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825033_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_bfff9075354a77016ad60bf255c93cf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
„ნაცმოძრაობაში" გარჩევები ყრილობის წინ: დავა პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობაზე
„ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 5 აგვისტოს არის ჩანიშნული. მასზე პარტია ხელმძღვანელობის არჩევასა და შემდგომი ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დავა დაიწყო – ამჯერად პოლიტსაბჭოს იმ სხდომის ლეგიტიმურობის გამო, რომელმაც პარტიის ყრილობის თარიღი დანიშნა.
პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც თავად არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს 30 ივლისის სხდომას, კვორუმის დათვლისას დარღვევებზე განაცხადა, მაშინ როცა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა პროცედურა დაცული იყო.
ბოკუჩავას თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომას გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ ჰქონდა, რადგან მასში დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა, მაშინ როცა პარტიის პოლიტსაბჭო 130 წევრისგან შედგება. მისი თქმით, სხდომის შემდეგ ხელმოწერების შეგროვება და კვორუმის არსებობის დადასტურების მცდელობა დისტანციურად ჩართული მონაწილეების ხარჯზე, „ქართული ოცნების“ მეთოდებს ჰგავს.
„თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აყენებს პარტიას. კვორუმით მანიპულირება და პოსტ- ფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს კვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ“ მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის განმავლობაში", - განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ცისკარიშვილმა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისგან დავალება მიიღო, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს ყრილობა იმ ცვლილებების განსახორციელებმად, რაც მას აქვს დასახული. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის მიშას პარტია და მას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება ცვლილებების განსახორციელებლად, დასძინა პოლიტიკოსმა.
„ამ შემთხვევაში მან თუ გასცა ასეთი დავალება და ბრძანება, რომ ჩაინიშნოს ყრილობა, როგორც მინიმუმ, იმის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მთავარ პასუხისმგებელ პირს, რომ წესის, რიგის და კანონის დაცვით მომხდარიყო ეს და არა გაყალბებული ხელმოწერების ხარჯზე", - აღნიშნა ბოკუჩავამ.
თავის მხრივ, ცისკარიშვილმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ლეგიტიმური იყო. მისი თქმით, საბჭოში 130 კი არა, 119 წევრია, ხოლო სხდომის მონაწილეთა რაოდენობა გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი იყო. მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა" არ მისცემს საფუძველს „ქართულ ოცნებას“, ყრილობის შემდეგ ეჭვქვეშ დააყენოს პარტიის რეგისტრაცია და ყველა დოკუმენტი მოთხოვნების შესაბამისად გაფორმდება.
„ნაცმოძრაობაში" არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიცია „სრულად ჩამოიშალა“.
„თავიდან ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა მათ უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ. ეს არის დღევანდელი რეალობა და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა „ერთმანეთში უსამშობლო ადამიანები ამოიცნეს“, ამჟამინდელი კონფლიქტი კი საკუთარი მფარველების წინაშე პოზიციებისთვის ბრძოლას უკავშირდება.
„ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 5 აგვისტოს არის ჩანიშნული. მასზე პარტია ხელმძღვანელობის არჩევასა და შემდგომი ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს.