https://sputnik-georgia.com/20260905/saakasvili-vs-melia-qartul-ocnebasi-konfliqti-partiis-bunebit-axsnes-300461282.html
სააკაშვილი vs მელია: „ქართულ ოცნებაში“ კონფლიქტი პარტიის ბუნებით ახსნეს
სააკაშვილი vs მელია: „ქართულ ოცნებაში“ კონფლიქტი პარტიის ბუნებით ახსნეს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთ და იგივე ციხეში მყოფი ორი ყოფილი თანამებრძოლი ახლა საჯაროდ შეურაცხყოფს ერთმანეთს, საუკეთესო დასტურია იმისა, თუ რა სახე მიიღო... 05.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-05T22:20+0400
2026-09-05T22:20+0400
2026-09-05T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/02/288785992_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_3fe14710ea3caee057bf3aa316f6f2b9.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას შორის არსებული მწვავე დაპირისპირება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მათი პარტია თავისი არსით დესტრუქციულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.ოპოზიციაში დაპირისპირების ტალღა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი წერილი გაავრცელა: მან დაიჩივლა, რომ ნიკანორ მელია, რომელიც, მისი თქმით, „ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა“ ახლა „ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან“. მმართველი პარტიისთვის ეს რადიკალური ოპოზიციის ნამდვილი ბუნების კიდევ ერთი დადასტურებაა.მისი თქმით, ყოფილ თანამებრძოლებს შორის რუსთავის ციხეში მომხდარი ინციდენტები და მტრობაში გადაზრდილი ურთიერთობა ადასტურებს, რომ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერებისთვის ნგრევა ქცევის მთავარ წესად იქცა.ამავდროულად, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის კონფლიქტს შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის პირადი წყენა.საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა უმეტესობა პატიმრობაშია 2024–2025 წლებში საპროტესტო აქციებში კანონდარღვევით მონაწილეობისა და დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის.გარდა ამისა, 2025 წელს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ წინააღმდეგ და მათი გაუქმება მოითხოვა. სარჩელს საფუძვლად დაუდო კონსტიტუციის იმ დებულებათა დარღვევა, რომლებიც კონსტიტუციურ წესრიგის დამხობასა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას ეხება. ოპოზიციური პარტიების სიას შემდეგ „ფედერალისტების“ პარტია დაემატა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/02/288785992_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_d5a232e0c9fb75371a33be597691c327.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი vs მელია: „ქართულ ოცნებაში“ კონფლიქტი პარტიის ბუნებით ახსნეს
დეპუტატის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთ და იგივე ციხეში მყოფი ორი ყოფილი თანამებრძოლი ახლა საჯაროდ შეურაცხყოფს ერთმანეთს, საუკეთესო დასტურია იმისა, თუ რა სახე მიიღო ოდესღაც ერთიანმა პოლიტიკურმა ძალამ.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას შორის არსებული მწვავე დაპირისპირება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მათი პარტია თავისი არსით დესტრუქციულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ოპოზიციაში დაპირისპირების ტალღა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი წერილი გაავრცელა: მან დაიჩივლა, რომ ნიკანორ მელია, რომელიც, მისი თქმით, „ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა“ ახლა „ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან“. მმართველი პარტიისთვის ეს რადიკალური ოპოზიციის ნამდვილი ბუნების კიდევ ერთი დადასტურებაა.
„მთავარი მიზეზი ის არის, ანუ საფუძველი, საიდანაც ეს დაპირისპირება იწყება, ღრმავდება და ტოტალურ ხასიათს იღებს, გახლავთ ის, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ყოფილ თანამებრძოლებს შორის რუსთავის ციხეში მომხდარი ინციდენტები და მტრობაში გადაზრდილი ურთიერთობა ადასტურებს, რომ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერებისთვის ნგრევა ქცევის მთავარ წესად იქცა.
ამავდროულად, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის კონფლიქტს შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის პირადი წყენა.
საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა უმეტესობა პატიმრობაშია 2024–2025 წლებში საპროტესტო აქციებში კანონდარღვევით მონაწილეობისა და დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის.
გარდა ამისა, 2025 წელს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ წინააღმდეგ და მათი გაუქმება მოითხოვა. სარჩელს საფუძვლად დაუდო კონსტიტუციის იმ დებულებათა დარღვევა, რომლებიც კონსტიტუციურ წესრიგის დამხობასა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას ეხება. ოპოზიციური პარტიების სიას შემდეგ „ფედერალისტების“ პარტია დაემატა.