https://sputnik-georgia.com/20260910/ivanisviltan-sevdram-opoziciasi-ganetqileba-gamoiwvia-politikosebis-mwvave-braldebebi-300526373.html
ივანიშვილთან შეხვედრამ ოპოზიციაში განხეთქილება გამოიწვია - პოლიტიკოსების მწვავე ბრალდებები
ივანიშვილთან შეხვედრამ ოპოზიციაში განხეთქილება გამოიწვია - პოლიტიკოსების მწვავე ბრალდებები
Sputnik საქართველო
გვარამიამ ხვიჩია ივანიშვილთან შეხვედრაზე მონათხრობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა. 10.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-10T14:18+0400
2026-09-10T14:18+0400
2026-09-10T14:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/01/295165745_0:113:1200:788_1920x0_80_0_0_2109ef86bef782615d41429949fe5035.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას მონათხრობმა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ, მასსა და „ახლების“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას შორის ახალი კონფლიქტი გამოიწვია.ხვიჩიამ ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მისი გუნდი პარლამენტში შესვლის შემდეგ დაჟინებით ცდილობდა ივანიშვილთან შეხვედრას. შეხვედრა 2025 წლის ნოემბერში ან დეკემბერში, ივანიშვილის სახლში გაიმართა და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი მამუკა მდინარაძე.პოლიტიკოსმა შეხვედრას მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ივანიშვილთან შეხვედრა კვლავ სურს. ხვიჩიამ ასევე აღნიშნა, რომ ადრე ხვდებოდა პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, რადგან მიაჩნია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შორის დიალოგი აუცილებელია.ამ განცხადებების შემდეგ, გვარამიამ ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა, რომელსაც ახლა მოკავშირეს უწოდებს.„ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის „ნაცმოძრაობას“, საკუთარ მოკავშირედ რომ აცხადებს ახლა და ჰყვება, მიშას და ბიძინას შერიგებისთვის როგორ იღწვის“, - დაწერა გვარამიამ.მან ხვიჩიას „ურეპუტაციო“ პოლიტიკოსი უწოდა და განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი თავი თავად გადასცა „ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეული ნაძირლების და მატყუარების“ ხელში.თავის მხრივ, ხვიჩიამ მანამდე თვითონაც მკაცრად გააკრიტიკა გვარამია მმართველ პარტიასთან კავშირების გამო. სექტემბრის დასაწყისში მან განაცხადა, რომ ელოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქციას იმაზე, თუ როგორ „გაძარცვა“ გვარამიამ პარტია და გაანადგურა ის „ქართულ ოცნებასთან“ ფარული თანამშრომლობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/01/295165745_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_0d65e57d0ab041cbbfd83f9ec7d801fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
ივანიშვილთან შეხვედრამ ოპოზიციაში განხეთქილება გამოიწვია - პოლიტიკოსების მწვავე ბრალდებები
გვარამიამ ხვიჩია ივანიშვილთან შეხვედრაზე მონათხრობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას მონათხრობმა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ, მასსა და „ახლების“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას შორის ახალი კონფლიქტი გამოიწვია.
ხვიჩიამ ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მისი გუნდი პარლამენტში შესვლის შემდეგ დაჟინებით ცდილობდა ივანიშვილთან შეხვედრას. შეხვედრა 2025 წლის ნოემბერში ან დეკემბერში, ივანიშვილის სახლში გაიმართა და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი მამუკა მდინარაძე.
„შეხვედრა გრძელდებოდა საათზე მეტხანს, ჩაიარა ძალიან მშვიდ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ გარემოში. ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ. ვილაპარაკეთ როგორც ქვეყნის შიდა სიტუაციაზე, ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ვილაპარაკეთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ქვეყანას გააჩნია ზოგადად“, - განაცადა ხვიჩიამ.
პოლიტიკოსმა შეხვედრას მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ივანიშვილთან შეხვედრა კვლავ სურს. ხვიჩიამ ასევე აღნიშნა, რომ ადრე ხვდებოდა პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, რადგან მიაჩნია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შორის დიალოგი აუცილებელია.
ამ განცხადებების შემდეგ, გვარამიამ ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა, რომელსაც ახლა მოკავშირეს უწოდებს.
„ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის „ნაცმოძრაობას“, საკუთარ მოკავშირედ რომ აცხადებს ახლა და ჰყვება, მიშას და ბიძინას შერიგებისთვის როგორ იღწვის“, - დაწერა გვარამიამ.
მან ხვიჩიას „ურეპუტაციო“ პოლიტიკოსი უწოდა და განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი თავი თავად გადასცა „ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეული ნაძირლების და მატყუარების“ ხელში.
თავის მხრივ, ხვიჩიამ მანამდე თვითონაც მკაცრად გააკრიტიკა გვარამია მმართველ პარტიასთან კავშირების გამო. სექტემბრის დასაწყისში მან განაცხადა, რომ ელოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქციას იმაზე, თუ როგორ „გაძარცვა“ გვარამიამ პარტია და გაანადგურა ის „ქართულ ოცნებასთან“ ფარული თანამშრომლობით.