ბლეფი და პიარი - კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაანონსებულ რეფორმებზე

© Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
„ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ მაშინ გაახსენდა რომ ის პარტიაა, როდესაც ოპოზიციაში აღმოჩნდა, მისი მმართველობის პერიოდში კი პარტიამ თავისი ნამდვილი სახე და ხალხის მიმართ დამოკიდებულება ნათლად დაანახა, განაცხადა კალაძემ
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებს „ბლეფი“ და „პიარი“ უწოდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს მართვის ჰორიზონტალურ სისტემაზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით და დანერგოს დაფინანსების ახალი სისტემა - მუდმივი მცირე შემოწირულობები.
„ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი და პიარულად შეფუთული ქმედებები, თუმცა რეალობაში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და რით იყო დაკავებული წლების განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნისას“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ მაშინ გაახსენდა რომ ის პარტიაა, როდესაც ოპოზიციაში აღმოჩნდა, მისი მმართველობის პერიოდში კი პარტიამ თავისი ნამდვილი სახე და ხალხის მიმართ დამოკიდებულება ნათლად დაანახა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმები
პარტიაში რეფორმები მისმა დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობა არ შეუძლია, პარტიის ზოგიერთი ლიდერი მას კვლავ თავის ლიდერად მიიჩნევს და მის მოსაზრებებს იზიარებს.
ამავდროულად, პარტიის ახალი მოდელის გარდა, სააკაშვილმა შესთავაზა პარტიას აერჩია დროებითი მმართველი ორგანო, შექმნას რეფორმების საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელ მდივნად დაინიშნოს ნანუკა ჟორჟოლიანი, რამაც გამოიწვია ამ პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას უკმაყოფილება.
მისი თქმით, ასეთი მიდგომა გახდება პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის პროცედურის დაწყების ფორმალური მიზეზი, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა მკაფიო პარტიულ სტრუქტურას მოითხოვს.
სანამ ბოკუჩავა პარტიის არსებობაზე ზრუნავს, ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე სამომავლო გეგმებს აწყობს. მისი თქმით, საბჭო დაიწყებს შეხვედრებს რეგიონებში და ამის შემდეგ მისცემს რეკომენდაციებს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ იმოქმედოს მომავალში.
ყველა ახალი ამბავი
0