https://sputnik-georgia.com/20260914/gilauri-gvaramia-da-nacmozraoba-dapirispireba-opoziciashi-300593809.html
„გილაური, გვარამია და „ნაცმოძრაობა“: ქართულ ოპოზიციაში ახალი კონფლიქტია
„გილაური, გვარამია და „ნაცმოძრაობა“: ქართულ ოპოზიციაში ახალი კონფლიქტია
Sputnik საქართველო
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური ოპოზიციაში ე.წ. განხეთქილების ვაშლი ქვა გახდა 14.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-14T20:15+0400
2026-09-14T20:15+0400
2026-09-14T20:15+0400
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0e/300589225_0:42:1024:618_1920x0_80_0_0_fe751a43d497afc2693cf8cc5ce73969.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სააკაშვილის მმართველობის დროინდელმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თავისი როლი შეასრულა 2024 წლის არჩევნების წინ ოპოზიციის დასუსტებაში და გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში გაერთიანება ვერ შეძლო, განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ. ნიკა გილაურის სახელი ქართული ოპოზიციის ყურადღების ცენტრში მორიგ ჯერზე მას შემდეგ მოექცა, რაც „ნაცმოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ, საქართველოს ყოფილი გენპროკურორი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, 2024 წლის არჩევნების დროს ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გილაურის წარდგენის მცდელობაში დაადანაშაულა, რაც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის თანხმობით ხდებოდა. მისი თქმით, იმ კითხვების ადრესატი, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასვა, ნიკა გილაური იყო, თუმცა მის ნაცვლად კითხვებს ნიკა გვარამიამ უპასუხა. „ჩვენი მხრიდან დაისვა კითხვა ნიკა გილაურთან დაკავშირებით, თავად ნიკა გილაურმა უნდა ისაუბროს ამაზე. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა შედგეს, მათ შორის ივანიშვილის მიმართ წინააღმდეგობის თვალსაზრისით. ამისთვის საერთო ბრძოლაში, როგორც ყოველთვის, ჩვენ შევიტანთ ჩვენს რესურსებს, არა მარტო რესურსს, არამედ ვიბრძოლებ ბოლომდე, გამარჯვებამდე. “, – განაცხადა ფარულავამ. მან „ნაცმოძრაობის" მისამართით გვარამიას ბრალდებებს ცილისწამება უწოდა და დავის საჯარო დებატების ფორმატში გაგრძელება შესთავაზა. მანამდე წითლიძემ განაცხადა, რომ შეუძლია გვარამიას საქმიანობის შესახებ უამრავი დეტალი მოყვეს და ის „პოლიტიკურად დამარხოს“. კერძოდ, წითლიძე ამტკიცებდა, რომ გვარამია ტელეკომპანია „მთავარში“ თვეში 20 ათას დოლარს იღებდა, ხოლო „რუსთავი 2“-ში მუშაობისას — 85 ათას ლარს. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიებს ხშირად ისე ატარებდნენ, რომ საწვავისთვის საჭირო თანხაც კი არ ჰქონდათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0e/300589225_73:0:952:659_1920x0_80_0_0_1c60a00d2d0afeb7b0500cf14fa04e17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
„გილაური, გვარამია და „ნაცმოძრაობა“: ქართულ ოპოზიციაში ახალი კონფლიქტია
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური ოპოზიციაში ე.წ. განხეთქილების ვაშლი ქვა გახდა
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სააკაშვილის მმართველობის დროინდელმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თავისი როლი შეასრულა 2024 წლის არჩევნების წინ ოპოზიციის დასუსტებაში და გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში გაერთიანება ვერ შეძლო, განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.
ნიკა გილაურის სახელი ქართული ოპოზიციის ყურადღების ცენტრში მორიგ ჯერზე მას შემდეგ მოექცა, რაც „ნაცმოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ, საქართველოს ყოფილი გენპროკურორი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, 2024 წლის არჩევნების დროს ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გილაურის წარდგენის მცდელობაში დაადანაშაულა, რაც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის თანხმობით ხდებოდა.
„ის, რაც 2024 წელს მოხდა, მხოლოდ პოლიტიკური შეცდომა არაა - ფაქტობრივად, ამან მიგვიყვანა ივანიშვილის გაძლიერებამდე და დემოკრატიული ოპოზიციის დასუსტებამდე. ეს ყველამ გაიგო, ყველამ მოისმინა, ამაში კონკრეტული მძიმე როლი შეასრულა ნიკა გილაურმა. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ თემის გაგრძელებას. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვისი პასუხისმგებლობა იყო, რომ ოპოზიცია ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვერ გაერთიანდა“, – აღნიშნა ფარულავამ.
მისი თქმით, იმ კითხვების ადრესატი, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასვა, ნიკა გილაური იყო, თუმცა მის ნაცვლად კითხვებს ნიკა გვარამიამ უპასუხა.
„ჩვენი მხრიდან დაისვა კითხვა ნიკა გილაურთან დაკავშირებით, თავად ნიკა გილაურმა უნდა ისაუბროს ამაზე. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა შედგეს, მათ შორის ივანიშვილის მიმართ წინააღმდეგობის თვალსაზრისით. ამისთვის საერთო ბრძოლაში, როგორც ყოველთვის, ჩვენ შევიტანთ ჩვენს რესურსებს, არა მარტო რესურსს, არამედ ვიბრძოლებ ბოლომდე, გამარჯვებამდე. “, – განაცხადა ფარულავამ.
მან „ნაცმოძრაობის" მისამართით გვარამიას ბრალდებებს ცილისწამება უწოდა და დავის საჯარო დებატების ფორმატში გაგრძელება შესთავაზა.
„უფრო მეტი შეგვიძლია ვთქვათ დებატებზე, რომელიც შესთავაზა მათ შორის ნიკა გვარამიას ანი წითლიძემ, თუმცა იქითა მხრიდან მივიღეთ უარი. შესაბამისად, ეს თემა დავხურეთ, გასაგებია ყველაფერი“, – განაცხადა ფარულავამ.
მანამდე წითლიძემ განაცხადა, რომ შეუძლია გვარამიას საქმიანობის შესახებ უამრავი დეტალი მოყვეს და ის „პოლიტიკურად დამარხოს“.
კერძოდ, წითლიძე ამტკიცებდა, რომ გვარამია ტელეკომპანია „მთავარში“ თვეში 20 ათას დოლარს იღებდა, ხოლო „რუსთავი 2“-ში მუშაობისას — 85 ათას ლარს. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიებს ხშირად ისე ატარებდნენ, რომ საწვავისთვის საჭირო თანხაც კი არ ჰქონდათ.