https://sputnik-georgia.com/20260730/saakashvili-ciprul-oreuls-qmnis-299871957.html
სააკაშვილი ციფრულ ორეულს ქმნის: საქართველოში ექს-პრეზიდენტის იდეა განსჯის საგანი გახდა
სააკაშვილი ციფრულ ორეულს ქმნის: საქართველოში ექს-პრეზიდენტის იდეა განსჯის საგანი გახდა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია სააკაშვილის ციფრული ავატარის შექმნას პოლიტიკურ კლოუნადას უწოდებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი ამ ფორმატს პოლიტიკაში მისი მონაწილეობის... 30.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-30T19:29+0400
2026-07-30T19:29+0400
2026-07-30T19:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275147174_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_f23748f1b285d2d9479c7806f94c8a51.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ავატართან დაკავშირებული იდეა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი აბსურდული განცხადებაა, რომელიც, მიუხედავად სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის სტატუსისა, ქვეყანაში „ერთ-ერთ მთავარ კლოუნად“ იქცა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.29 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე სააკაშვილმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მისი ციფრული ავატარის შექმნის თაობაზე განაცხადა. მისი თქმით, ციფრული ორეული მასზე უკეთესად გამოიყურება, თუმცა, მის ანარეკლად დარჩება. გარდა ამისა, სააკაშვილმა მის ირგვლივ შექმნილი ვითარება ნელსონ მანდელას ბედს შეადარა და აღნიშნა, რომ სამხრეთაფრიკელი ლიდერის მსგავსად, მასაც შეუძლია საპატიმროდან გამოსვლა და ხელისუფლებაში დაბრუნება.სააკაშვილის ციფრული ასლის შექმნის იდეას არასერიოზულად მიიჩნევს „ხალხის ძალის" წევრი, პარლამენტის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილიც.„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ალბათ, ჩანაწერებს აკეთებენ იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის სააკაშვილი საკუთარ ასლს, რათა მომავალმა თაობებმა არ დაივიწყონ სააკაშვილის გადაწყვეტილებები ფრენებთან და აფრენებთან დაკავშირებით... მას საკუთარი ასლის შექმნა უნდა, მაგრამ საკუთარი ასლისაც კი შურს...“, – განაცხადა მაჭარაშვილმა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილს უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. ამიტომაც ასეთი გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძვლოდ, აცხადებს პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა.2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებული საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.2025 წლის ნოემბერში სააკაშვილს წაუყენეს ახალი ბრალდება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების".პროკურატურის ცნობით, „კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275147174_233:0:2964:2048_1920x0_80_0_0_9077880362abc3aa3c4dcadc6adfd706.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
სააკაშვილი ციფრულ ორეულს ქმნის: საქართველოში ექს-პრეზიდენტის იდეა განსჯის საგანი გახდა
მმართველი პარტია სააკაშვილის ციფრული ავატარის შექმნას პოლიტიკურ კლოუნადას უწოდებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი ამ ფორმატს პოლიტიკაში მისი მონაწილეობის შენარჩუნების საშუალებად მიიჩნევს.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ავატართან დაკავშირებული იდეა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი აბსურდული განცხადებაა, რომელიც, მიუხედავად სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის სტატუსისა, ქვეყანაში „ერთ-ერთ მთავარ კლოუნად“ იქცა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.
29 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე სააკაშვილმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მისი ციფრული ავატარის შექმნის თაობაზე განაცხადა. მისი თქმით, ციფრული ორეული მასზე უკეთესად გამოიყურება, თუმცა, მის ანარეკლად დარჩება. გარდა ამისა, სააკაშვილმა მის ირგვლივ შექმნილი ვითარება ნელსონ მანდელას ბედს შეადარა და აღნიშნა, რომ სამხრეთაფრიკელი ლიდერის მსგავსად, მასაც შეუძლია საპატიმროდან გამოსვლა და ხელისუფლებაში დაბრუნება.
„ჩვეულებრივ კლოუნადასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი, ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული. ყოფილი პრეზიდენტი ამ დონემდე მივიდა, ღიმილისმომგვრელია, მეტი სხვა განცხადების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. რაც არ უნდა ახალი, აბსურდული განცხადებებით დააანონსოს, ყველამ კარგად იცის, ვინ არის ეს ადამიანი, ის არის მკვლელობების, წამების სისტემის შემქმნელი. ეს იქნება მისი ახალი ავატარის შინაარსიც", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
სააკაშვილის ციფრული ასლის შექმნის იდეას არასერიოზულად მიიჩნევს „ხალხის ძალის" წევრი, პარლამენტის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილიც.
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ალბათ, ჩანაწერებს აკეთებენ იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის სააკაშვილი საკუთარ ასლს, რათა მომავალმა თაობებმა არ დაივიწყონ სააკაშვილის გადაწყვეტილებები ფრენებთან და აფრენებთან დაკავშირებით... მას საკუთარი ასლის შექმნა უნდა, მაგრამ საკუთარი ასლისაც კი შურს...“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილს უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. ამიტომაც ასეთი გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძვლოდ, აცხადებს პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
„მიხეილ სააკაშვილს უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები? - რახან პირადად არ შეუძლია, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი გამოხატულება ექნება მის აზრს, წერილის სახით წაიკითხავენ თუ უფრო ხილული იქნება. არასერიოზული რატომ არის, ვერ ვხვდები", - განაცხადა ფავლენიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა.
2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებული საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
2025 წლის ნოემბერში სააკაშვილს წაუყენეს ახალი ბრალდება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების".
პროკურატურის ცნობით, „კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.