https://sputnik-georgia.com/20260805/nacmozraobam-mmartlobiti-sabcho-airchia-299979570.html
„ნაცმოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია
„ნაცმოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია
Sputnik საქართველო
როგორც ადრე პარტიაში განაცხადეს, „რეფორმატორთა საბჭო“ იქნება პარტიისგან დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს „ერთიანი ნაციონალური... 05.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-05T19:00+0400
2026-08-05T19:00+0400
2026-08-05T19:24+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/26/17/261724_0:153:3072:1881_1920x0_80_0_0_c603473b1c529f5250532b7d45bd0368.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი იქნება, რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი - ნანუკა ჟორჟოლიანი, შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის მე-13 ყრილობაზე მიიღეს.დღეს გამართულ ყრილობაზე რიგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. კერძოდ, გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის თანამდებობები, პარტია კი კოლეგიური მართვის მოდელზე გადავიდა - მმართველი საბჭოს სახით შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო. გარდა ამისა, დამტკიცდა პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეა პარტიის მოდერნიზაციისა და „რეფორმების საბჭოს“ შექმნის შესახებ. „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, მმართველი საბჭოს კომპეტენციაში შედის ყველა ის უფლებამოსილება, რაც წინა წესდებით პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ეხებოდა.როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის წევრი არ არის, იგი არც პარტიის მმართველ ორგანოებში არ იღებს მონაწილეობას.თინა ბოკუჩავა დღევანდელ ყრილობას ესწრებოდა. ბოკუჩავამ, რომელსაც პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა, უარყო პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ის ბრძოლას პოლიტსაბჭოს რიგით წევრად გააგრძელებს.ჯერ კიდევ ივნისში მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობაში“ რეორგანიზაცია და რეფორმები დააანონსა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კი თავის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. ექს-პრეზიდენტის თქმით, პარტიულ ბირთვთან ერთად „ფუნდამენტური და არა კოსმეტიკური“ რეფორმები სწორედ მან უნდა განახორციელოს. თუმცა, ჟორჟოლიანმა შეთავაზებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ბოკუჩავას „ძალიან კარგ თავმჯდომარედ“ და გამოცდილ პოლიტიკოსად მიიჩნევს.როგორც ადრე პარტიაში განაცხადეს, „რეფორმატორთა საბჭო“ იქნება პარტიისგან დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტიაა, რომელიც 2002 წელს ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა.პარტია ხელისუფლებაში 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა და მმართველობაში 2012 წლამდე იმყოფებოდა. 2012 წლის ოქტომბერში იგი ოპოზიციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში ამჟამინდელ მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ დამარცხდა.2012-დან 2024 წლამდე პერიოდში პარტიას წამყვანი პოზიციები ეკავა საქართველოს ოპოზიციურ სპექტრში. თუმცა, 2024 წლისთვის მან აღნიშნული პოზიცია დაკარგა, რადგანაც არჩევნებზე თავისი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა.მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან წასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის უკრაინულით შეცვლის შემდეგ, პარტიას ათი წლის განმავლობაში ოთხი თავმჯდომარე ჰყავდა: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და თინა ბოკუჩავა.თავად სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა ეკრძალებათ, კვლავ აქტიურად მონაწილეობს პარტიის ცხოვრებაში. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო პარტიაში რეფორმების ახალი ეტაპი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/26/17/261724_649:324:2948:2048_1920x0_80_0_0_1c60b35902fd2814eac537110f2e0206.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
„ნაცმოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია
19:00 05.08.2026 (განახლებულია: 19:24 05.08.2026) როგორც ადრე პარტიაში განაცხადეს, „რეფორმატორთა საბჭო“ იქნება პარტიისგან დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი იქნება, რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი - ნანუკა ჟორჟოლიანი, შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის მე-13 ყრილობაზე მიიღეს.
დღეს გამართულ ყრილობაზე რიგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. კერძოდ, გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის თანამდებობები, პარტია კი კოლეგიური მართვის მოდელზე გადავიდა - მმართველი საბჭოს სახით შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო.
გარდა ამისა, დამტკიცდა პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეა პარტიის მოდერნიზაციისა და „რეფორმების საბჭოს“ შექმნის შესახებ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩიეს და 8 წევრი დაამტკიცეს, მის შემადგენლობაში შევიდნენ ირაკლი ფავლენიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი. რაც შეეხება საბჭოს მე-9 წევრად წარდგენილ თინა ბოკუჩავას, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, მმართველი საბჭოს კომპეტენციაში შედის ყველა ის უფლებამოსილება, რაც წინა წესდებით პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ეხებოდა.
როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის წევრი არ არის, იგი არც პარტიის მმართველ ორგანოებში არ იღებს მონაწილეობას.
„კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ პარტიის მიღმა შეიქმნას რეფორმების საბჭო, სადაც არაპარტიული შემადგენლობით – ექსპერტები, გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას რეფორმების საბჭოს საქმიანობაში. ირაკლი ფავლენიშვილი არჩეულ იქნა მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ. მმართველი საბჭოს კომპეტენციაში შესულია ყველა ის უფლებამოსილებები, რაც წინა წესდებით ეხებოდა პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს. ეს კომპეტენციები გაერთიანდა და ერთიანად აღასრულებს მმართველი საბჭოს კოლეგიალური ორგანო“, – განაცხადა მან.
თინა ბოკუჩავა დღევანდელ ყრილობას ესწრებოდა. ბოკუჩავამ, რომელსაც პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა, უარყო პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ის ბრძოლას პოლიტსაბჭოს რიგით წევრად გააგრძელებს.
ჯერ კიდევ ივნისში მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობაში“ რეორგანიზაცია და რეფორმები დააანონსა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კი თავის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. ექს-პრეზიდენტის თქმით, პარტიულ ბირთვთან ერთად „ფუნდამენტური და არა კოსმეტიკური“ რეფორმები სწორედ მან უნდა განახორციელოს. თუმცა, ჟორჟოლიანმა შეთავაზებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ბოკუჩავას „ძალიან კარგ თავმჯდომარედ“ და გამოცდილ პოლიტიკოსად მიიჩნევს.
როგორც ადრე პარტიაში განაცხადეს, „რეფორმატორთა საბჭო“ იქნება პარტიისგან დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტიაა, რომელიც 2002 წელს ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა.
პარტია ხელისუფლებაში 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა და მმართველობაში 2012 წლამდე იმყოფებოდა. 2012 წლის ოქტომბერში იგი ოპოზიციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში ამჟამინდელ მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ დამარცხდა.
2012-დან 2024 წლამდე პერიოდში პარტიას წამყვანი პოზიციები ეკავა საქართველოს ოპოზიციურ სპექტრში. თუმცა, 2024 წლისთვის მან აღნიშნული პოზიცია დაკარგა, რადგანაც არჩევნებზე თავისი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან წასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის უკრაინულით შეცვლის შემდეგ, პარტიას ათი წლის განმავლობაში ოთხი თავმჯდომარე ჰყავდა: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და თინა ბოკუჩავა.
თავად სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა ეკრძალებათ, კვლავ აქტიურად მონაწილეობს პარტიის ცხოვრებაში. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო პარტიაში რეფორმების ახალი ეტაპი.