გორდულაძე: სააკაშვილი 2003 წლის ილუზიებით ცხოვრობს

არჩილ გორდულაძე
არჩილ გორდულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი და მისი „მრევლი“ მხოლოდ რევოლუციებზე, ნგრევასა და სისხლისღვრაზე ოცნებობენ, განაცხადეს მმართველ პარტიაში
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ გაითავისა, რომ გარეთ 2003 წელი არაა და რევოლუციების დრო წავიდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.
სასამართლო სხდომაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული და განმათავისუფლებელი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ყველა ძალას, მიიყვანს საქართველოს ნამდვილ თავისუფლებამდე, პროგრესსა და განვითარებამდე".
„სააკაშვილმა ვერ გაითავისა, რომ საქართველოში 2003 წელი კი არა, 2026 წელია და, გარე პატრონების მითითებების მიუხედავად, არჩევნებში ათჯერ დამარცხდა, ხოლო რევოლუციის მოწყობის მცდელობისას – ხუთჯერ. ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოში გარე მმართველობა დამყარდეს და ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს, კრახისთვის არის განწირული", - განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატის განცხადებით, სახელმწიფო ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს. „სანამ ხელისუფლება იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და სამართალდამცველები კოორდინირებულად მოქმედებენ, ვერცერთი გარე ძალა ვერ შეძლებს რაიმე სახის რევოლუციის მოწყობას, მით უმეტეს, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ხელით“, — აღნიშნა გორდულაძემ და დასძინა, რომ როგორც სააკაშვილი, ისე მისი პარტია დიდი ხანია მარცხისა და ღალატის სინონიმად იქცნენ.
მიხეილ სააკაშვილი და მისი „მრევლი“ მხოლოდ რევოლუციებზე, ნგრევასა და სისხლისღვრაზე ოცნებობენ, ამიტომაც „არიან იქ, სადაც არიან“, — განაცხადა მმართველი პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა.
„ამ ადამიანებს არ შეუძლიათ არც რევოლუციის და არც არეულობის მოწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ დავალებებს ყოველთვიურად იღებენ და ნებისმიერ ფასად მათ შესრულებაზე ოცნებობენ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცუდად ამთავრებენ. ეს განადგურებული და გაკოტრებული აგენტურა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პარტიასთან, არის წარსულის გადმონაშთი, რომელიც ციხეშია გამოკეტილი“, — განაცხადა იონათამიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, არ შეუძლია პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი მას ლიდერად მიიჩნევს და მის მოსაზრებებს იზიარებს.
დანარჩენ ოპოზიციაში სააკაშვილის მოწოდებები მხარდაჭერას ვერ პოულობს: იქ აცხადებენ, რომ პარტიებმა უფრო თავშეკავებულად უნდა იმოქმედონ, აქციები კი შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ ისინი მრავალრიცხოვანი გახდება.
ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული 2024–2025 წლების პერიოდში კანონდარღვევით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო.
გარდა ამისა, 2025 წლის ნოემბერში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „ქართული ოცნება“ ამ პარტიებს საკონსტიტუციო წყობის დამხობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებს. მოგვიანებით სიას პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატა.
ყველა ახალი ამბავი
0