პარლამენტის სპიკერი დარწმუნებულია, რომ „ნაცმოძრაობა", როგორც პარტია, მალე გაქრება

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2026
გამოწერა
პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, მათ შორის ციფრულ მმართველობის სისტემაზე გადასვლა, მის არასერიოზულობაზე მეტყველებს, აცხადებს პაპუაშვილი.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს მომავალში გაერთიანება თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის მოახლოებული არჩევნების ფონზე ახალი განხეთქილება იკვეთება. გარდა ამისა, ივნისის ბოლოს პარტიამ წარადგინა „ციფრული პარტიის“ კონცეფცია და მცირე შემოწირულობების სისტემაზე გადასვლა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მგონი დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარტიის ბოლო ქმედებები, მათ შორის, მართვის ციფრულ სისტემაზე გადასვლა, „ენმ“-ის არასერიოზულობაზე მიანიშნებს.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტიაც დაემატა.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
ყველა ახალი ამბავი
0