https://sputnik-georgia.com/20260912/giorgi-baramizes-patimroba-seefarda-300564614.html
გიორგი ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდა
გიორგი ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 12.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-12T18:49+0400
2026-09-12T18:49+0400
2026-09-12T19:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/14/262239746_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_34379c4b3cbeb1693c64cb954253de32.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშობლოს ღალატსა და საბოტაჟში ბრალდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ბარამიძეს პატიმრობა შეუფარდა.„ნაცმოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი წარედგინა „სამშობლოს ღალატის“ და „საბოტაჟის“ მუხლებით. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.საქართველოს კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი წარმოადგენს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს სასჯელის კონკრეტული ვადის გარეშე. ის მუშაობს როგორც დამამძიმებელი გარემოება და ემატება ძირითად ბრალდებას (მაგალითად, ჯაშუშობას ან საბოტაჟს), თუ დანაშაულმა ეროვნული უსაფრთხოება დააზიანა. შედეგად, ბრალდებულს უსჯიან სასჯელს ძირითადი მუხლით, მაგრამ ოფიციალურად აღიარებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატედ.გიორგი ბარამიძეგიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის წევრია.ბარამიძემ პოლიტიკური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ის არაერთხელ აირჩიეს საქართველოს პარლამენტში, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო თანამდებობა ეკავა.2003 წლიდან 2004 წლამდე ბარამიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო 2004 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდგომში იგი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2006 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბარამიძემ პოლიტიკური საქმიანობა ოპოზიციაში განაგრძო. 2012 წლიდან 2016 წლამდე ის საქართველოს პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/14/262239746_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_8525f5fba68c659d34dc6e0a2dab4c41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გიორგი ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდა
18:49 12.09.2026 (განახლებულია: 19:56 12.09.2026) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშობლოს ღალატსა და საბოტაჟში ბრალდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ბარამიძეს პატიმრობა შეუფარდა.
„ნაცმოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი წარედგინა „სამშობლოს ღალატის“ და „საბოტაჟის“ მუხლებით. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი წარმოადგენს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს სასჯელის კონკრეტული ვადის გარეშე. ის მუშაობს როგორც დამამძიმებელი გარემოება და ემატება ძირითად ბრალდებას (მაგალითად, ჯაშუშობას ან საბოტაჟს), თუ დანაშაულმა ეროვნული უსაფრთხოება დააზიანა. შედეგად, ბრალდებულს უსჯიან სასჯელს ძირითადი მუხლით, მაგრამ ოფიციალურად აღიარებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატედ.
გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის წევრია.
ბარამიძემ პოლიტიკური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ის არაერთხელ აირჩიეს საქართველოს პარლამენტში, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო თანამდებობა ეკავა.
2003 წლიდან 2004 წლამდე ბარამიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო 2004 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდგომში იგი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2006 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბარამიძემ პოლიტიკური საქმიანობა ოპოზიციაში განაგრძო. 2012 წლიდან 2016 წლამდე ის საქართველოს პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერი იყო.