https://sputnik-georgia.com/20260730/nacmozraobis-kriloba-5-agvistos-chatardeba-299873515.html
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
Sputnik საქართველო
როგორც ადრე ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 30.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-30T21:00+0400
2026-07-30T21:00+0400
2026-07-30T21:00+0400
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249840420_328:104:1308:655_1920x0_80_0_0_75fe6eb622721c5cf7cf95513d7b9c75.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩატარდება, განაცხადა პარტიის გენმდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.დღეს გამართულ პოლიტიკური საბჭოს სხდომას, რომელზეც ყრილობის თარიღი და საორგანიზაციო საკითხები დაამტკიცეს, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა - პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.ცისკარიშვილის განცხადებით, ეს არ იქნება მასშტაბური ან გრანდიოზული ღონისძიება, არამედ ჩატარდება მორიგი ტექნიკური ყრილობა.მისი თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს, ჯგუფი შვიდი პირით განისაზღვრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.როგორც ადრე ბოკუჩავამ განაცხადა, იგი პარტიაში რჩება, მაგრამ, სავარაუდოდ, თავმჯდომარის პოსტზე კენჭს არ იყრის.ყრილობის მთავარი მიზანია გარდამავალი პერიოდის თავმჯდომარის არჩევა. აღნიშნული პირი პასუხისმგებელი იქნება პარტიის მართვასა და საქმიანობაზე მომავალი 6 თვის განმავლობაში.ენმ გეგმავს ეტაპობრივად გადავიდეს უფრო მეტად ჰორიზონტალური ტიპის მმართველობაზე, რისთვისაც საორგანიზაციო ჯგუფი სპეციალურ რეფორმებს მოამზადებს. პარტიაში იგეგმება ახალი სტრუქტურული ერთეულის — „რეფორმატორების საბჭოს“ შექმნა. არსებული ინფორმაციით, ამ საბჭოს ხელმძღვანელად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოაზრება.როგორც ადრე ჟორჟოლიანმა განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილს პარტიის პოლიტიკურ ლიდერად მიიჩნევს და დასძინა, რომ რეფორმების პროცესს სწორედ ის უნდა ხელმძღვანელობდეს.პარტიაში რეფორმები მისმა დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობა არ შეუძლია, პარტიის ზოგიერთი ლიდერი მას კვლავ თავის ლიდერად მიიჩნევს და მის მოსაზრებებს იზიარებს.კრიზისი „ნაცმოძრაობაში"შიდაპარტიული კრიზისი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევნებისთვის მზადების ფონზე გამწვავდა.მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა ნანუკა ჟორჟოლიანისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთვის. მისი აზრით, სწორედ მსგავსი იმპულსური და არათანმიმდევრული ნაბიჯები გახდა პარტიაში შექმნილი ამჟამინდელი კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი.მმართველ პარტიაში მანამდე არაერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და, კანონმდებლობის თანახმად, არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მისი გავლენა და მონაწილეობა შიდაპარტიულ პროცესებში ეწინააღმდეგება კანონს.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ბევრი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249840420_108:0:1836:1296_1920x0_80_0_0_1231f04b2d15a0d9abf714b99959b703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
როგორც ადრე ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩატარდება, განაცხადა პარტიის გენმდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.
დღეს გამართულ პოლიტიკური საბჭოს სხდომას, რომელზეც ყრილობის თარიღი და საორგანიზაციო საკითხები დაამტკიცეს, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა - პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.
ცისკარიშვილის განცხადებით, ეს არ იქნება მასშტაბური ან გრანდიოზული ღონისძიება, არამედ ჩატარდება მორიგი ტექნიკური ყრილობა.
„დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 - კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ასევე, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს, ჯგუფი შვიდი პირით განისაზღვრა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
როგორც ადრე ბოკუჩავამ განაცხადა, იგი პარტიაში რჩება, მაგრამ, სავარაუდოდ, თავმჯდომარის პოსტზე კენჭს არ იყრის.
ყრილობის მთავარი მიზანია გარდამავალი პერიოდის თავმჯდომარის არჩევა. აღნიშნული პირი პასუხისმგებელი იქნება პარტიის მართვასა და საქმიანობაზე მომავალი 6 თვის განმავლობაში.
ენმ გეგმავს ეტაპობრივად გადავიდეს უფრო მეტად ჰორიზონტალური ტიპის მმართველობაზე, რისთვისაც საორგანიზაციო ჯგუფი სპეციალურ რეფორმებს მოამზადებს. პარტიაში იგეგმება ახალი სტრუქტურული ერთეულის — „რეფორმატორების საბჭოს“ შექმნა. არსებული ინფორმაციით, ამ საბჭოს ხელმძღვანელად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოაზრება.
როგორც ადრე ჟორჟოლიანმა განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილს პარტიის პოლიტიკურ ლიდერად მიიჩნევს და დასძინა, რომ რეფორმების პროცესს სწორედ ის უნდა ხელმძღვანელობდეს.
პარტიაში რეფორმები მისმა დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობა არ შეუძლია, პარტიის ზოგიერთი ლიდერი მას კვლავ თავის ლიდერად მიიჩნევს და მის მოსაზრებებს იზიარებს.
შიდაპარტიული კრიზისი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევნებისთვის მზადების ფონზე გამწვავდა.
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა ნანუკა ჟორჟოლიანისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთვის. მისი აზრით, სწორედ მსგავსი იმპულსური და არათანმიმდევრული ნაბიჯები გახდა პარტიაში შექმნილი ამჟამინდელი კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი.
მმართველ პარტიაში მანამდე არაერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და, კანონმდებლობის თანახმად, არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მისი გავლენა და მონაწილეობა შიდაპარტიულ პროცესებში ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ბევრი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.