აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. სამხრეთით ესაზღვრება თურქეთი. აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა. დედაქალაქია ბათუმი. აჭარაში შედის ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედასა და შუახევის რაიონები. არის საკურორტო მხარე. ცნობილი კურორტებია ბათუმი, ქობულეთი, სარფი, კვარიათი, ჩაქვი. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის პეტრას ციხე, თამარის ციხე, გონიოს ციხე, სხლათას ეკლესია, ვანაძეების ნასაყდრალი, ვერნების ეკლესია, ხიდები, ბოტანიკური ბაღი და სხვა.

ახალი ამბები აჭარის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0