სარფი–ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა

© www.georoad.geმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2026
გამოწერა
როგორც უწყებაში განმარტეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს და შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. სარფი–ფოთის გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა, ჩამოიშალა გზის გვერდულის ნაწილი და არსებობს სავალი ნაწილის დაზიანების საფრთხე - მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, სარფი–ფოთის მიმართულებით, დროებით იკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება.
შეზღუდვის მოქმედების პერიოდში 3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ალტერნატიული მარშრუტით:
სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი აღნიშნული კატეგორიის ავტოტრანსპორტი გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზაზე და 72-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუბრუნდება სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზას.
მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებენ შეუზღუდავად.
როგორც უწყებაში განმარტეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს და შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0