„შავი ზღვის თასი": „აპოლომ“ ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავა, „დინამომ“ – მეშვიდე

წყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
აჭარის დედაქალაქში წყალბურთის კლუბ „აპოლოსა“ და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ პირველად გაიმართა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასის“ ბოლო დღეს ქართულმა კლუბებმა გამარჯვებები იზეიმეს, იუწყება პირველი არხი.
აჭარის დედაქალაქში წყალბურთის კლუბ „აპოლოსა“ და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ პირველად გაიმართა.
ტურნირში, რომელიც 15-18 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა, „აპოლოსა“ და თბილისის „დინამოსთან“ ერთად, საუკეთესო უცხოური კლუბები მონაწილეობდნენ: „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „პრო რეკო“ (იტალია), „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), კაშივაზაკი“ (იაპონია).
გავრცელებული ინფორმაციით თბილისის „აპოლომ“ მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში „მარსელი“ (15:15) პენალტების სერიაში დაამარცხა, ხოლო თბილისის „დინამომ“ იაპონიის „კაშივაზაკის“ ანგარიშით 12:10 სძლია და მეშვიდე ადგილი დაიკავა.
„მარსელთან“ მატჩში „აპოლოს“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ფილიპ გარდაშევიჩმა, რომელმაც 4 გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულეს მატია სლადოვიჩმა, დუშან ვაშიჩმა და ვუკ დრაშკოვიჩმა.
რაც შეეხება „დინამოს“, „კაშივაზაკისთან“ მატჩის ბომბარდირი რევაზ იმნაიშვილი გახდა. ორ-ორი გოლი გაიტანეს გიორგი მაგრაქველიძემ და დემეტრე თოდუამ.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 15, 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება, 18 ოქტომბერს კი ფინალური ეტაპის შეხვედრების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდება.
ტურნირის გამარჯვებული 60 ათას ევროს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელი – 40 ათას ევროს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 30 ათასი ევრო ერგება. ამას გარდა, ინდივიდუალური ჯილდოების სახით თითოეული გამორჩეული წყალბურთელი 5000 ევროს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0