აჭარაში, კახეთსა და იმერეთში მდებარე ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

© Ministry of Environment Protection and Agriculture
გამოწერა
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, კახეთსა და იმერეთში დარღვევების გამო რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძპოდ, ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ინდმეწარმის კუთვნილ კაფე-ბარ-რესტორან „ბუხარაში“ (ბათუმი, ფიროსმანის ქ. N4). ობიექტზე დაფიქსირდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ასევე დარღვეული იყო ეტიკეტირების წესი. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა.
გარდა ამისა, არაგეგმური შემოწმებისას გამოვლინდა ცხოველთა არალეგალური სასაკლაო. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ინდმეწარმე საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდა. ობიექტზე დარღვეული იყო ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები. ამოღებულია ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ცხოველის ხორცი, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
უწყების ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში ინდმეწარმე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, უკანონოდ კლავდა ფრინველს შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და მათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სააგენტო მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისა და უვნებელი სურსათის მიწოდების მიზნით კონტროლს მომავალშიც გააგრძელებს.