სურსათის სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლები დააჯარიმაცა

© National Food Agency of Georgiaსურსათის სააგენტოს თანამშრომელი აჭარაში ინსპექციას ახორციელებს
სურსათის სააგენტოს თანამშრომელი აჭარაში ინსპექციას ახორციელებს - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ჰიგიენური ნორმების და მიკვლევადობის წესის დარღვევა, მათ შორის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი, აღნიშნავენ სააგენტოში.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.
შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ზუგდიდიში ორი ინდივიდუალური მეწარმე და ფიზიკური პირი გონიოში ხორცპროდუქტების წარმოებას სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. ამასთან, ორი მათგანი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრშიც არ იყო რეგისტრირებული.
„ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ჰიგიენური ნორმების და მიკვლევადობის წესის დარღვევა, მათ შორის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი“, აღნიშულია ინფორმაციაში.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, პროდუქცია არ აწარმოონ სავალდებულო აღიარების გარეშე და საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.
ყველა ახალი ამბავი
0