ბათუმში მეზობელმა მეზობელი დაჭრა

CC0 / nikolabelopitov / თოფი
თოფი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2026
გამოწერა
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა.
დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0