საქართველოში დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტები შემოჰქონდათ

© Sputnik / STRINGERსარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14.400 ლარი შეადგინა.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ "სარფში" დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად მალულად განთავსებული სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 40 ამპულა მედიკამენტი - MASPORT (R) აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14.400 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა - 14.400 ლარი შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0